თავში

ჩინეთიდან საქართველოში იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი აიკრძალა

ჩინეთიდან საქართველოში იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი აიკრძალა
ჩინეთიდან საქართველოში იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი აიკრძალა

საქართველომ ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტთან ერთად, რეექსპორტი და ტრანზიტი აკრძალა.

გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 2 დღის წინ მიიღო.

პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილებას ხელი უკვე  მოაწერა.

მანამდე report.ge-მ შემოსავლების სამსახურში სცადა ჩინეთიდან იმპორტის კონტროლის შესახებ ინფორმაციის გარკვევას. 

შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ჩინეთიდან ცხოველური წარმოშობის პროდუქტის იმპორტის აკრძალვაზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა. დამატებითი ინფორმაციას კი მოიძევენ, დააზუსტებენ და მოგვაწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო პარტნიორ ქვეყანათა სამეულშია: თურქეთი – 1 613.7 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი 975.9 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი 858.7 – მლნ. აშშ დოლარით.

დღეს აიკრძალა საქართველო- ჩინეთის პირდაპირი ავიამიმოსვლა.

ცნობისთვის, ბოლო ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 132-ს, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობამ 6000-ს მიაღწია.

ჩინეთს ამჟამად რთული პერიოდი უდგას. ქვეყანა ახალ კორონავირუსს ებრძვის. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთაც. ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა. შანხაიში დაიკეტა კინოთეატრები.ვირუსი, რომელიც ჩინეთის ქალაქ ვუჰანში აღმოაჩინეს, კორონავირუსების დიდ ოჯახს მიეკუთვნება და მწვავე რესპირატორულ სინდრომებს იწვევს. პეკინში დაკეტილია ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი, ქალაქში 46 მილიონამდე ადამიანს გადაადგილება შეეზღუდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system