თავში

ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები შესაძლოა შეჩერდეს

ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები შესაძლოა შეჩერდეს
ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები შესაძლოა შეჩერდეს

ვფიქრობ, ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ლიდერობა ამ პროცესზე, მაგრამ ყველანი ვმონაწილეობთ. ხორციელდება სკრინინგი ჩინეთიდან მომავალ მგზავრებზე და ჩვენც ვართ ჩართული, თუმცა ვფიქრობ, მოგვიწევს ამ გადაწყევტილების მიღება და ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებითი შეჩერება, მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო კვლავაც მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად. ჩვენ ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება მიიღება, რათა უფრო მშვიდად ვიყოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო, ასევე ჯანდაცვისა და სხვა უწყებები ერთიან საკოორდინაციო ჯგუფში არიან ჩართული და ყველაფერი კეთდება ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით აუცილებელი პრენევციული ღონისძიებების გატარებისთვის.

შეგახსენებთ, გაუქმდა პენიკი-ურუმჩი-თბილისის 25 და 27 იანვარს დაგეგმილი პირდაპირი ავიარეისები. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ფრენები ჩინური მხარის გადაწყვეტილებით გაუქმდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system