თავში

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 30 წლის განმავლობაში ყველაზე უარესია

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 30 წლის განმავლობაში ყველაზე უარესია
ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 30 წლის განმავლობაში ყველაზე უარესია

ჩინეთის ეკონომიკურმა ზრდამ 2019 წელს 6.1% შეადგინა, რაც ბოლო 29 წლის განმავლობაში ქვეყნისთვის ყველაზე ცუდი შედეგია. 

დიდი ალბათობით ასეთი შედეგი აშშ-თან სავაჭრო ომმა გამოიწვია. 

ამ კვირაში, ვაშინგტონსა და პეკინს შორის "პირველი ფაზის" სავაჭრო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რამაც წესით ეკონომიკურად მეორე ყველაზე ძლიერი ქვეყნის მდგომარეობა უნდა გამოასწოროს. 

იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს, ჩინეთის მთავრობამ უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები. ასე მაგალითად, გადასახადები შემცირდა და ადგილობრივ მმართველობებს, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, აქციების გაყიდვის უფლება მიეცა. 

ჩინეთის მთავრობამ ბანკებიც წაახალისა, რათა უფრო მეტი სესხი გაეცათ, განსაკუთრებით კი პატარა კომპანიებისთვის. შედეგად წინა წელს სესხებმა რეკორდულ მაჩვენებელს $2.44 ტრილიონს მიაღწია. 

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა ბოლო წლებში საგრძნობლად შენელდა. 21 საუკუნის დასაწყისში მათი ეკონომიკური ექსპანსია გაცილებით მაღალი იყო და ზრდა ორნიშნა ციფრებს აღწევდა. მიუხედავად ეკონომიკური ზრდის წინა 3 დეკადასთან შედარებით დაბალი მაჩვენებლისა, 6,1% -იანი მაჩვენებელი გაცილებით აღემატება სხვა ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნების განვითარებას. მაგალითად, აშშ-ს ცენტრალური ბანკის მონაცემებით ამერიკული ეკონომიკა წელს მხოლოდ 2.2 %-ით გაიზრდება. 

წყარო: BBC

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system