თავში

ჩინეთის კაპიტალის ბაზარზე ეკონომიკის რეკორდული ზრდა არ ასახულა

ჩინეთის კაპიტალის ბაზარზე ეკონომიკის რეკორდული ზრდა არ ასახულა
ჩინეთის კაპიტალის ბაზარზე ეკონომიკის რეკორდული ზრდა არ ასახულა

ჩინეთის ეკონომიკა 2021 წლის პირველ კვარტალში რეკორდულად 18.3%- ით გაიზარდა. ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის რეგიონული ბაზრის განახლებულ მიმოხილვაში, რომლის მიხედვით, ეკონომიკის ზრდას ხელი გაზრდილმა ინდუსტრიულმა წარმოებამ, მაღალმა ადგილობრივმა მოთხოვნამ და ძლიერმა ექსპორტმა შეუწყო.

ეკონომიკის ზრდის მიუხედავად, ჩინური ინდექსები დაეცა, ანუ ეკონომიკური მაჩვენებლები არ ასახულა კაპიტალის ბაზრებზე, და ჩინეთის შანხაის ინდექსი აპრილის პირველ 2 კვირაში მცირედით - 0.4%-ით - შემცირდა.

ჩინეთის ეკონომიკა წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.3%-ით გაიზარდა. ეს ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის რეკორდულად მაღალი ზრდაა 1992 წლის შემდეგ. ჩინეთის ეკონომიკა 2020 წლის პირველ კვარტალში, პანდემიის გამო დაწესებული საყოველთაო „ლოქდაუნების“ გამო, 6.8%-ით შემცირდა, თუმცა 2020 წლის მესამე კვარტლიდან უკვე აღდგენა დაიწყო.

ცნობისთვის, ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც 2020 წელი დაასრულა საქონლით საგარეო ვაჭრობის მოცულობის ზრდით. ჩინეთის იმპორტის და ექსპორტის საერთო მოცულობა გაიზარდა 1.9 %-ით (დაახლოებით 4.97 ტრილიონი დოლარი); ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 4 %-ით, იმპორტი კი შემცირდა 0,7 %-ით. 2020 წლის ოქტომბერში ჩინეთში სამრეწველო წარმოება წლიურად 7%-ით გაიზარდა, ხოლო საცალო ვაჭრობა კი 5.0%-ით. გლობალური ინვესტორების ინტერესი ჩინეთის მიმართ კვლავ ძლიერი რჩება.

ევროკავშირთან ჩინეთის ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა 5.3 %-ით, აშშ-თან - 8.8 %-ით, იაპონიასთან - 1.2 %-ით, კორეასთან - 0,7 %-ით.

კერძო კომპანიების იმპორტის და ექსპორტის მოცულობა 11.1 %-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, და შეადგინა ჩინეთის საგარეო ვაჭრობის მოცულობის 46.6 %.

2020 წელს ჩინეთი პირველად გახდა ევროკავშირის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი. მან ამ პოზიციაზე ევროკავშირის ისტორიული მოკავშირე შეერთებული შტატები შეცვალა.

2020 წელს ჩინეთსა და ევროპას შორის შესრულდა 12400 სამატარებლო რეისი, ანუ 50 %-ით მეტი, ვიდრე წინა წელს. 2020 წელს მატარებლებით გადაიზიდა 1.14 მილიონი TEU, რაც 56 %-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს.

ცნობისთვის, ევროკავშირი და ჩინეთის ინვესტიციის ხელშეკრულებაზე მუშაობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთის ბაზარი ევროპული კომპანიებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და პროგნოზირებადი გახდება.

ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ინვესტიციის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები 2013 წლიდან მიმდინარეობს. ექსპერტების აზრით, ევროპული ბიზნესი უფრო მეტ უპირატესობას მიიღებს ჩინეთში, ვიდრე ამერიკული ბიზნესი.

ყველაზე მეტი მილიარდერი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ცხოვრობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system