თავში

ჩინეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უჩივლა

ჩინეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უჩივლა
ჩინეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უჩივლა

ოფიციალური პეკინი ამერიკულ-ჩინური სავაჭრო ურთიერთობებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში განიხილავს. ჩინეთის კომერციის სამინისტრომ საქმე ოფიციალურად აღძრა აშშ-ს იმპორტის გადასახადის გამო. საკითხის განსახილველად  სხდომის გამართვა ჩინეთის წარმომადგენლობამ დღეს ოფიციალურად მოითხოვა. საქმე ისაა, რომ ჩინეთს ამერიკაში იმპორტი გაუძვირდა. ტრამპმა იმპორტზე გადასახადი 15%-მდე გაზარდა. ჩინური მხარე აცხადებს, რომ ეს საერთაშორისო შეთანხმების დარღვევაა.

შეგახსენებთ, 1 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა 15 პროცენტიანი ტარიფი დააწესა სხვადასხვა ჩინურ საქონელზე, მათ შორის ფეხსაცმლის, ჭკვიანი საათების და ტელევიზორების იმპორტზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system