თავში

ჩინეთმა უმდიდრესი ადამიანების რაოდენობით შესაძლოა აშშ-ს გაასწროს

ჩინეთმა უმდიდრესი ადამიანების რაოდენობით შესაძლოა აშშ-ს გაასწროს
ჩინეთმა უმდიდრესი ადამიანების რაოდენობით შესაძლოა აშშ-ს გაასწროს

ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის (BCG) კვლევის თანახმად, 2029 წლისთვის ჩინეთმა უმდიდრესი ადამიანების რაოდენობით, შესაძლოა, შეერთებულ შტატებს გაასწროს.

საუბარია იმ ბიზნესმენებზე, რომელთა ქონებაც 100 მილიონს აჭარბებს.

ექსპერტების განცხადებით, თუ ინვესტიციების წლიური ზრდის ტემპი კვლავ 13% იქნება, ჩინეთში უმდიდრესი ადამიანების აქტივები 2029 წლისათვის  1029 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს.

BCG ექსპერტების პროგნოზით, უმდიდრესი ადამიანების უმეტესობას ახალგაზრდა თაობის სეგმენტი 20-დან 50 წლამდე პირები შეადგენენ. მკვლევარები ამას მიაწერენ იმ ფაქტს, რომ ახალგაზრდებს უფრო ხანგრძლივი ინვესტიციის საშუალება აქვთ და უფრო მეტად სურთ რისკებზე წასვლა. 

ამავე დროს, ქალებს უმდიდრესი ადამიანების სიაში 12% უკავიათ, მათი უმეტესობა შეერთებულ შტატებში, გერმანიასა და ჩინეთში ცხოვრობს. 

ამ დროისათვის, მილიარდერების რაოდენობით, 724 ადამიანით, აშშ ლიდერობს. მეორე ადგილზეა ჩინეთი - 698 მილიარდერით. გასული წლის განმავლობაში, ჩინეთში რეკორდული რაოდენობის - 210 ახალი მილიარდერი გაჩნდა. მესამე ადგილზეა ინდოეთი - 140 მილიარდერი, შემდეგ მოდის გერმანია - 136 და რუსეთი -  117.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system