თავში

ჩინეთს ტურიზმიდან შემოსავლები თითქმის 60%-ით შეუმცირდა

ჩინეთს ტურიზმიდან შემოსავლები თითქმის 60%-ით შეუმცირდა
ჩინეთს ტურიზმიდან შემოსავლები თითქმის 60%-ით შეუმცირდა

ჩინეთს ტურიზმიდან შემოსავლები 60%-ით შეუმცირდა. ამის შესახებ CNBC-ი იუწყება.

ჩინეთმა 115 მილიონი ტურისტული მოგზაურობა დაარეგისტრირა, შემოსავალმა კი 47.56 მილიარდი იუანი (6.79 მილიარდი დოლარი) შეადგინა. 

ჩინეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს შეფასებით, ეს 59.59%-იანი შემცირებაა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წელს, ტურიზმიდან შემოსავალმა 117.67 მილიარდი იუანი შეადგინა.

შეგახსენებთ, გუშინ ჩინეთში კორონავირუსის გავრცელებიდან პირველი მნიშვნელოვან დღესასწაული აღინიშნა. ესაა შრომის დღეები, რომელიც ტრადიციულად 1-5 მაისს იმართება და რომელზეც, როგორც წესი, ტურისტები რეგისტრირდებიან. სწორედ ამ ხუთდღიანი რეგისტრაციის მონაცემები დააჯამა ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ და აღმოჩნდა, რომ ქვეყანას ტურიზმიდან შემოსავალი 60%-ით შეუმცირდა.

ცნობისთვის, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ჩინეთის მთავრობას ნახევარზე მეტ ქალაქებზე ისევ კონტროლი აქვს დაწესებული, შეზღუდულია თავისუფლად გადაადგილება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system