თავში

ჩინეთში ბიტკოინის მაინინგი სრულად აიკრძალა

ჩინეთში ბიტკოინის მაინინგი სრულად აიკრძალა
ჩინეთში ბიტკოინის მაინინგი სრულად აიკრძალა

ანჰუის პროვინციის ხელისუფლებამ, რომელიც ბიტკოინის მაინინგის უკანასკნელ თავშესაფარს წარმოადგენდა, კრიპტოვალუტების მოპოვების სრული აკრძალვის ბრძანება გამოსცა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება.

ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ციფრული ვალუტის წარმოების სრულ აკრძალვას მიაღწია. 

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ანჰუიში ბიტკოინებისა და სხვა კრიპტოვალუტების მოპოვება "ელექტროენერგიის მწვავე უკმარისობის გამო" უნდა შეწყდეს.

ჩინური მედიის  ცნობით, უახლოეს დღეებში, ყველა სამთო მეურნეობა ეტაპობრივად გაითიშება. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ეს ზომები ტარდება ენერგიის მოხმარების შემცირების მიზნით. ჩინელი ჟურნალისტები აცხადებენ, რომ სამ წელიწადში ანჰუის პროვინციაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გაიზრდება და 73,14 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწევს, დღეს კი პროვინციას მოსახლეობის 48,4 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიით უზრუნველყოფა შეუძლია. მედის ცნობით,  თუ კრიპტოვალუტის მოპოვება არ აიკრძალება, 2024 წლისთვის  ენერგეტიკული კრიზისი გარდაუვალი იქნება.

Coindesk-ს მონაცემებით, კრიპტოვალუტების ყველაზე მსხვილ Binance-ის ბირჟაზე ბიტკოინის ფასი გასული 24 საათის განმავლობაში 2.18%-ით გაიზარდა.

ამ დროისათვის, ბიტკოინის ღირებულება 32,523.81 აშშ დოლარს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system