თავში

ჩინეთში ექიმების დასაცავად ახალი კანონდათქმა ამოქმედდება

ჩინეთში ექიმების დასაცავად ახალი კანონდათქმა ამოქმედდება
ჩინეთში ექიმების დასაცავად ახალი კანონდათქმა ამოქმედდება

ჩინეთში ახალი კანონის ინიცირება მოხდა, რომელიც ექიმებს ძალადობისგან იცავს. 

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პეკინის ერთ-ერთ საავადმყოფოში ექიმი დაჭრეს. ინციდენტი 24 დეკემბერს მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი პაციენტთან დაკავშირებული პირია.

ამის შესახებ  BBC-ი იუწყება.

ახალი კანონი, რომელიც 2020 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება უკრძალავს ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სამედიცინო მუშაკების პირადი უსაფრთხოების, ღირსების შელახვასა და ზიანის მიყენებას.  კანონი ასევე დასჯის პირს, რომელიც უკანონოდ მოიპოვებს ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას, გამოიყენებს მას ან გაამხელს. 

რაც შეეხება სანქციას, კანონის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობაში ხელშეშლა ან სამედიცინო მუშაკისთვის საფრთხის შექმნა, ანაც ღირსების შელახვა ადმინისტრაციული წესით დაისჯება, რაც დამნაშავის დაკავებას ან დაჯარიმებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system