თავში

ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 34.9%-ით შემცირდა

ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 34.9%-ით შემცირდა
ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 34.9%-ით შემცირდა

საქართველოდან ჩინეთში კორონააქტიურ პერიოდში, ანუ მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში, იანვარ-აპრილში, წინა წლის იმავე პერიოდღან შედარებით,ფულად გამოსახულებაში საქართველოდან ჩინეთში განხორციელებული ექსპორტი 207.9%-ით გაიზარდა.

საქსტატიდან report.ge-ს მიერ გამოთხოვილი მონეცემების მიხედვით, საქართველოდან ჩინეთში დაექსპორტებული 10 უმსხილესი საქონლიდან 5-ში კლება დაფიქსირდა.

34.9%-ითაა შემცირებული ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი ჩინეთში. თუ შარშან პირველ კვარტალში ამ ქვეყანაში საქართველომ 5,207.0 ათასი დოლარის ღირებულების 1,556,816 ლიტრი ღვინო გაყიდა, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ჩინეთში დაექსპორტდა 3,389.9 ათასი დოლარის ღირებულების 834,114 ლიტრი ყურძნის ნატურალური ღვინო.

71.4%-ით გაიზარდა სანელებლების, მათ შორის, დაფნის ექსპორტი ჩინეთში. ასევე მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება საქართველოდან ჩინეთში ლუდის ექსპორტის მაჩვენებელშიც.

266.4%-ით გაიზარადა საქართველოში მოპოვებული სპილენძის ექსპორტიც ჩინეთში. 

ფულად გამოსახულებაში წელს პირველ ოთხ თვეში საქართველოდან ჩინეთში განხორციელებული ექსპორტი გაიზარდა 207.9%-ით, ხოლო იმპორტი შემცირებულია 23.0%-ით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system