თავში

ჩინეთთან საქართველოს უარყოფოთი სავაჭრო სალდო 154 064.1 ათასი დოლარია

ჩინეთთან საქართველოს უარყოფოთი სავაჭრო სალდო 154 064.1 ათასი დოლარია
ჩინეთთან საქართველოს უარყოფოთი სავაჭრო სალდო 154 064.1 ათასი დოლარია

მიმდინარე წლის ოქტომბერში წლიურ ჭრილში ჩინეთში საქართველოს ექსპორტი 269 699.6 ათასი დოლარით გაიზარდა, ხოლო  ჩინეთიდან საქართველოში შემოსული იმპორტი 148 278.7 ათასი დოლარით შემცირდა, თუმცა ჩინეთთან საქართველოს ვაჭრობის სალდო ოქტომბერში კვლავ უარყოფითია და 154 064.1 ათას დოლარს უტოლდება. ანუ სხვაობა ესპორტ-იმპორტს შორის, იმპორტის სასარგებლოდ, 154 064.1 ათას დოლარია.

მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოდან ჩინეთში გაიყიდა 350 093.2 ათასი დოლარის სპილენძის მადნები და კონცენტრატები, 33 748.8 ათასი დოლარის ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 10 868.1 ათასი დოლარის ყურძნის ნატურალური ღვინოები, 7 301.0 ათას დოლარის სამედიცინო და ვეტერინარული ხელსაწყოები, 3 455.6 ათასი დოლარის დაუმუშავებელი ალუმინი.

დროის იმავე მონაკვეთში ჩინეთიდან საქართველოი შემოვიდა 21 609.0 ათასი დოლარის  ნახშირბადიანი ფოლადის ბრტყელი ნაგლინი, 16 719.5 ათასი დოლარის გამომთვლელი მანქანები, 16 028.1 ათასი დოლარის რეზინის ახალი პნევმატური სალტეები და საბურავები, 10 139.7 ათასი დოლარის სატელევიზიო აპარატურა, 9 989.7 ათასი დოლარის ნათურები.

2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.6 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 287.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 061.1 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (991.8 მლნ. აშშ დოლარი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system