თავში

ჩინური ექსპორტი შემცირებულია - სავაჭრო ომის შედეგი

ჩინური ექსპორტი შემცირებულია - სავაჭრო ომის შედეგი
ჩინური ექსპორტი შემცირებულია - სავაჭრო ომის შედეგი

ჩინეთმა აგვსიტოს ეკონომიკური მონაცემები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ჩინეთიდან ექსპორტი შემცირებულია. ამის მთავარი მიზეზი კი ჩინეთ-ამერიკას შორის არსებული დაძაბული სავაჭრო ურთიერთობებია. ინფორმაციას "დოიჩეველე" ავრცელებს.

ექსპორტის გავლენის საერთო ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიური შემცირების მიზნით ქვეყნის ხელისუფლება გეგმავს მხარდამჭერი ზომების მიღებას.

მსოფლიოს მეორე ეკონომიკაში აგვისტოში ექსპორტი 1%-ით არის შემცირებული წინა წელთან შედარებით და ეს არის ყველაზე დიდი ვარდნა ივნისის შემდეგ, როცა ექსპორტი 1,3%-ით შემცირდა.

ჩინეთის ექსპორტი მნიშვნელოვანდ არის შემცირებული აშშ-ში - 16%, მაშინ როცა იმპორტი ამერიკიდან შემცირებულია 22,4%-ით. ექსპერტების ვარაუდით, ექსპორტის კლება კიდევ უფრო თვალშისაცემი იქნება სექტემბერში, ვინაიდან 1-ლი სექტემბრიდან ვაშინგტონმა 15%-იანი ახალი სატარიფო პოლიტიკა აამოქმედა. ანალიტიკოსების ვარაუდით, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება მას შემდეგ, რაც 1-ელ ოქტომბერს და 15 დეკემბერს დაანონსებული საბაჟო ტარიფები შევა ძალაში.

ჩინეთის ექსპორტი შემცირებულია ასევე სამხრეთ კორეაში, ევროპაში, ავსტრალიასა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, თუმცა გაზრდილია იაპონიასა და ტაივანში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system