თავში

ჩინური მატარებელი, რომელიც სიჩქარით თვითმფრინავს არ ჩამორჩება

ჩინური მატარებელი, რომელიც სიჩქარით თვითმფრინავს არ ჩამორჩება
ჩინური მატარებელი, რომელიც სიჩქარით თვითმფრინავს არ ჩამორჩება

ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიოს მოწინავე პოზიციისკენ ინაცვლებს და ბუნებრივია ინფრასტრტუქტურული და ტექნოლოგიური პროგრესის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. გადაადგილება და ტვირთების გადაზიდვა განვითარებისთვის აუცილებელი სისტემაა და ის ყოველ წლიურად უმჯობესდება განვითარებულ ქვეყნებში. მატარებელი, როგორც გადაადგილების მოსახერხებელი საშუალება ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად იცვლება, ხდება უფრო სწრაფი, უხმაურო და პრესტიჟულიც. ყველაზე სწრაფი მაგლევ მატარებლების შექმნაზე ერთდროულად რამდენიმე ქვეყანა მუშაობს, მათ შორის შეერთებული შტატები და იაპონია. ჩინეთს სურს ამ მიმართულებითაც მსოფლიო ლიდერი გახდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი პროექტი, რომელის განხორციელებაც ხუბეის პროვინციაშია დაგეგმილი. საუბარია 200 კილომეტრიანი რკინიგზის ხაზის გახსნაზე. ამ მონაკვეთზე მაგლევ მატარებელმა 1000 კმ/სთ სიჩქარით უნდა იმოძრაოს. მაგლევი მაგნიტურ საკიდზე მოძრავი მატარებელია, რომელიც რეალურად ჰაერში ლივლივებს და ზედაპირს არც კი ეხება. გარდა იმისა, რომ შემადგენლობა, ჩვეულებრივი მატარებლებისგან განსხვავებით, მოძრაობისას ლიანდაგების ზედაპირს არ ეხება, მატარებელს პრაქტიკულად არ აქვს ხმაც. ხოლო მისი ერთადერთი მამუხრუჭებელი სისტემა, აეროდინამიკური წინაამღდეგობის ძალაა. პროტოტიპის გამოცდა უკვე 2020 წლის დასაწყისში იგეგმება. თავდაპირველად მატარებელმა ამ მონაკვეთზე 600 კმ/სთ სიჩქარე უნდა განავითაროს. იმ შემთხვევაში თუ ექსპერიმენტმა გაამართლა 200 კილომეტრიან სარკინიზგო ხაზს 2 200 კილომეტრამდე დააგრძელებენ. ხუბეის პროვინციიდან, მაგლევ მატარებელი ქალაქ გუანჯოუში ჩავა და ამ მანძილს დაახლოებით ორ საათში დაფარავს. მეტი სიცხადისთვის, ასეთი სამგზავრო მატარებელი თბილისიდან ქუთაისამდე მანძილს, 14 წუთში დაფარავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system