თავში

ჩირის წარმოება იზრდება

ჩირის წარმოება იზრდება
ჩირის წარმოება იზრდება

„თიბისის" მხარდაჭერით „ჩირუკამ“ ახალი საწარმო ააშენა და დანადგარები შეიძინა.

კომპანია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოყვანილ ვაშლს, ატამს, მსხალს, კომშს და ქლიავს  გორში, „კულას“ საწარმოში აშრობხ და სარელიზაციოდ ფუთავს.

"ჩირუკამ" დანადგარების ნაწილი უცხოეთიდან ჩამოიტანა, ნაწილი კი საქართველოში შეიძინა.

მომავალში საკუთარი ხილის ბაღების გაშენებასაც გეგმავს, მანამდე კი საჭირო პროდუქცია მთელი საქართველოდან ჩამოაქვს.

კომპანია სეზონის მიხედვით 20-დან 35 ადამიანამდე ასაქმებს.

კომპანია ხილის თითოეულ სახეობაში ყოველწლიურად 30 ტონამდე ჩირს ამზადებს და რეალიზაციას მთლიანად ქართულ ბაზარზე ახდენს.

„ჩირუკას“ ბრენდის ქვეშ ჩირის გარდა რამდენიმე სახეობის ჩურჩხელაც მზადდება, ასევე, დაგეგმილი აქვთ ტყლაპის წარმოებაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system