თავში

ჩირუხის მთაში ახალი ტურისტული ცენტრი შეიქმნება

ჩირუხის მთაში ახალი ტურისტული ცენტრი შეიქმნება
ჩირუხის მთაში ახალი ტურისტული ცენტრი შეიქმნება

აჭარის ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფციის საბოლოო ვარიანტი მზად 10 დღეში იქნება, რომლის საფუძველზეც ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე მისი მართვისა და მენეჯმენტის გეგმა მომზადდება.

ამ ეტაპზე  ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფცია დამუშავების ეტაპზეა.

სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გაიმართა, 10-მდე სხვადასხვა შინაარსისა და მასშტაბის კონცეფცია განიხილეს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფციის დამუშავებისას განხილული იქნა ჩირუხის მთასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ექსტრემალური, სათავგადასავლო და სოფლის ტურისტული პროდუქტების შექმნისთვის საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system