თავში

ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე 1 154 051 ლარი დაიხარჯა

ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე 1 154 051 ლარი დაიხარჯა
ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე 1 154 051 ლარი დაიხარჯა

ჩოხატაური-ბახმაროს გზის 6.3 კმ-იანი მონაკვეთის შეკეთება დასრულდა. ამის შესახებ report.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. მათი განმარტებით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა მიწის სამუშაოები, გზის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და ადგილობრივ გზებთან მოეწყო მიერთებები. ასევე, განხორციელდა უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები - გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, გზის სავალი ნაწილის შემოფარგვლა და საგზაო ნიშნების მოწყობა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 1 154 051 ლარი შეადგინა. სამუშაოები კომპანია „ნიუ როუდმა“ შეასრულა.

"ჩოხატაური-ბახმაროს გზა, კურორტ ბახმარომდე მიდის და აღნიშული გზის გამართულად ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენების კუთხით," - განმარტავენ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system