თავში

ჩრდილო-სამხრეთ დერეფანში ტვირთი თითქმის 20%-ით გაიზარდა - ილჰამ ალიევი

ჩრდილო-სამხრეთ დერეფანში ტვირთი თითქმის 20%-ით გაიზარდა - ილჰამ ალიევი
ჩრდილო-სამხრეთ დერეფანში ტვირთი თითქმის 20%-ით გაიზარდა - ილჰამ ალიევი

”აზერბაიჯანის ინიციატივით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობამ შექმნა ახალი სატრანსპორტო რუკა ჩვენს რეგიონში და მთლიანად ევრაზიაში," - ამის შესახებ დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ამ სარკინიგზო დერეფანში აზერბაიჯანის პარტნიორი ქვეყნები, საქართველო და თურქეთი, გადაზიდვებისთვის სარკინიგზო დერეფანს წარმატებით იყენებენ.

ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამავალი გზების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვნად ზრდის ამ ქვეყნის შესაძლებლობებს. 

"მსოფლიო მასშტაბით პანდემიის დროს ეკონომიკური ვარდნის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ ტრანსპორტირებული საქონლის მოცულობა გაიზარდა თითქმის 20 პროცენტით. მრავალი ქვეყანა იყენებს ჩვენს სარკინიგზო ინფრასტრუქტურას. დღეისათვის მოქმედებს მარშრუტები: ჩინეთი-ყაზახეთი-კასპიის ზღვა-აზერბაიჯანი-ევროპა, ასევე ავღანეთი-თურქმენეთი-კასპიის ზღვა-აზერბაიჯანი-ევროპა. ჩვენ, ფაქტობრივად, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი დავუკავშირეთ ლაპის-ლაზულის გზას და, რა თქმა უნდა, აქ დიდი როლი ითამაშა მრავალფეროვანმა და დივერსიფიცირებულმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურამ, რამაც ჩვენი შესაძლებლობები გაზარდა”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანს ტრანსპორტის, კავშირისა და მაღალი ტექნოლოგიების ახალი მინისტრი ჰყავს. ესაა რაშად ნაბი ოღლუ ნაბიევი, რომელიც აქამდე ღია სააქციო საზოგადოება Azercosmos-ის თავმჯდომარე იყო. მინისტრის თანამდებობაზე მან რამინ ნამიგ ოღლი გულუზადე შეცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system