თავში

"ჩრდილოეთის ნაკადი 2" ძირს უთხრის უკრაინის უსაფრთხოებას - ევროპარლამენტარები

"ჩრდილოეთის ნაკადი 2"ხოებას - ევროპარლამენტარები
ჩრდილოეთის ნაკადი 2 ძირს უთხრის უკრაინის უსაფრთხოებას - ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტის წევრები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე აშშ-სა და გერმანიას შორის მიღწეულ შეთანხმებას აკრიტიკებენ. შესაბამისი განცხადება ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ძირს უთხრის უკრაინის უსაფრთხოებას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი განაგრძობს უკრაინის წინააღმდეგ ვითარების გამწვავებას“, - ნათქვამია ევროპარლამენტის წევრების განცხადებაში.

გარდა ამისა, ევროდეპუტატები აღნიშნავენ, რომ პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ეწინააღმდეგება ევროკავშირის „მწვანე კურსს“ და ევროკავშირის რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებას ზრდის.

ცნობისთვის, აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ გერმანიასთან გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკად 2-თან" დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. მისი მიზანი რუსეთის მიერ გაზსადენის ევროპის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბერკეტად გამოყენების შესაძლებლობის აღკვეთაა.

"ჩრდილოეთის ნაკადი 2" შენდება რუსეთიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით, რამაც რუსეთიდან ევროპაში რუსული გაზის პირდაპირი გზით ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს. აშშ, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და უკრაინა პროექტს წინააღმდეგი არიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system