თავში

ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ გაზსადენი შესაძლოა აღარ ამოქმედდეს

„ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ გაზსადენი შესაძლოა აღარ ამოქმედდეს
ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ გაზსადენი შესაძლოა აღარ  ამოქმედდეს

ბერლინსა და ვაშინგტონს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ახალი აგრესიის შემთხვევაში,  „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენი არ ამოქმედდება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის მოთხოვნები არ ასრულდება და ამავდროულად უსაფრთხოების საკითხები ღია რჩება.

რუსული გაზსადენის, "ჩრდილოეთი ნაკადი 2"-ის მეშვეობით, ევროპისათვის ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი.

1 200 კილომეტრის სიგრძის გაზსადენმა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით და უკრაინის გვერდის ავლით უნდა განახორციელოს.

გერმანიის მარეგულირებლის მიერ "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" სერტიფიცირების პროცედურის შეჩერების გამო, გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება, შესაძლოა, 2022 წლის მარტამდე გადაიდოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system