თავში

ჭუბერში ერთდროულად ოთხი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

ჭუბერში ერთდროულად ოთხი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს
ჭუბერში ერთდროულად ოთხი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

კომპანია "ნენსკრა ჰიდროს" ინფორმაციით, ჭუბერში ერთდროულად ოთხი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. მისივე ცნობით, ამჟამად მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანია ოპერირებს, ერთდროულად ოთხი 100 ტ გამტარუნარიანობის ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.


სამუშაოებს სს „ნენსკრა ჰიდროს" ქვეკონტრაქტორი „ქართული სამშენებლო კონსორციუმი" ახორციელებს.

ჰესის მშენებლობისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები ჯამში 14 ხიდისა და 45 კმ გზის მშენებლობას გულისხმობს. ძირითადი სამშენებლო სამუშაოები 2020 წელს დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system