თავში

ჩურჩხელაზე მოთხოვნა ყოველწლიურად მატულობს

ჩურჩხელაზე მოთხოვნა ყოველწლიურად მატულობს
ჩურჩხელაზე მოთხოვნა  ყოველწლიურად მატულობს

ბოლო წლებში ქართული ტრადიციული ტკბილეული  - ჩურჩხელა პოპულარობით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც სარგებლობს. მას გასაყიდად არაერთ უცხოურ ონლაინ მაღაზიაში წააწყდებით. პროდუქტის რეალიზაცია ხდება სოციალური ქსელების მეშვეობითაც, ოჯახურ პირობებში დამზადებული ჩურჩხელა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში შეიძლება დიდი წარმატებითაც გაიყიდოს.

1 ჩურჩხელის ფასი ადგილობრივ ბაზარზე საშუალოდ 2,50-3,00 ლარის ფარგლებშია. მაქსიმალური ფასი 6 ლარს აღწევს, ხოლო ექსპორტზე მისი ღირებულება 7 დოლარიდან იწყება.

ჩურჩხელას მწარმოებლები პროდუქტის მიმართ ინტერესის ზრდას მის კვებით ღირებულებას მიაწერენ, თუმცა საუბრობენ იმაზეც, რომ ჩურჩხელა, როგორც ეგზოტიკური საკვები უფრო და უფრო ექცევა ყურადღების ქვეშ და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში პოპულარული ხდება.

report.ge კახეთის რეგიონში მცხოვრებ რამდენიმე მცირე მეწარმეს დაუკავშირდა, რომლებიც პროდუქტს ადგილობრივ ბაზარსა და ქვეყნის გარეთ ჰყიდიან. თუმცა, როგორც აღმოჩნდა,  ჩურჩხელა ხშირ შემთხვევაში არ არის 100% ნატურალური პროდუქტი, რამდენადაც ბადაგის გარდა, პროდუქტის წარმოებისას უმეტესწილად იმპორტირებული ნედლეული გამოიყენება.

საგარეჯოელი ცისანა ლაღაძიშვილი ამბობს, რომ ჩურჩხელას შეკვეთებით ამზადებს. თითოს თვითღირებულება საშუალოდ 1,20-1,50 ლარია და ხარისხის შესაბამისად მატულობს.

,,ჩურჩხელაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ შეკვეთებს ვერ ავუდივართ. რეალურად ასეა, რადგან სეზონზე ყოველდღიურად ასობით ჩურჩხელას ვამზადებთ. ახლა ეს პროცესი (წარმოება) ცოტათი მინელდა, რადგან ნედლეულის სიმცირეა. უკრაინიდან ნიგვზის ახალ პარტიას ველოდებით. ქართული ჩურჩხელის გამოყენებაში უმეტესწილად უკრაინული ნიგოზი გამოიყენება. რაც შეეხება ფასს, ვამზადებთ როგორც 2 -ლარიან, ასევე უფრო ძვირიან ჩურჩხელებს, თვითღირებულების ფასიც ხარისხიდან გამომდინარეა, 1,20 ლარიდან იწყება და 3 ლარამდეც აღწევს", - ამბობს ცისანა ლაღაძიშვილი.

მწარმოებლების ინფორმაციით, ჩურჩხელაზე მოთხოვნა გაზრდილია უცხოურ ბაზრებზეც. თუმცა ეს ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ იძებნება.

ცნობისთის, 2011 წელს „საქპატენტმა“ , ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული განცხადების საფუძველზე, ჩურჩხელა დაცული გეოგრაფიული სახელწოდებით დაარეგისტრირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system