თავში

ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულნი ვართ - ნათია თურნავა

ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულნი ვართ - ნათია თურნავა

ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებული ვართ, -  ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, პირველ ეტაპზე არასასურსათო ვაჭრობა, ქსელური მაღაზიები და მოლები გაიხსნება.

,,ეს ორმა გარემოებამ განაპირობა: პირველი - წინასაახალწლო დღეებში ჩვენ დავაკვირდით და მათ საკმაოდ მკაცრი მონიტორინგის ქვეშ თავადაც გამოიჩინეს მაღალი პასუხისმგებლობა და კარგად ჩააბარეს ეს გამოცდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში სავაჭრო ქსელებმა ორ მილიონამდე ადამიანი გაატარეს, ამის გამო ჩვენ ეპიდაფეთქება არ გვქონია. მეორე გარემოება ის არის, რომ ვაჭრობა წარმოადგენს ადამიანების პირველად საჭიროებას, თუნდაც არასასურსათო ვაჭრობა, აქედან გამომდინარე, ეს ბიზნესი რიგში პირველია, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას განცხადებით, იმისთვის, რომ ერთი თვის შემდეგ ისევ ჩაკეტვა არ მოხდეს, ფრთხილი ნაბიჯებია საჭირო.

„ეტაპობრიობა და ფრთხილი ნაბიჯები იმის გარანტიაა, რომ ერთი თვის თავზე ჩვენ ისევ არ მოგვიწევს რომელიმე სფეროს დაკეტვა - მაღაზიის, მოლის, ბაზრობის და სხვ. ყველას სურს, რომ მაღაზიების საქმიანობა იმავე რეჟიმში აღდგეს, რაც იყო პანდემიამდე, მაგრამ ეს ელემენტარული მიზეზის გამო შეუძლებელია იმიტომ, რომ პანდემია ჯერ არ დამარცხებულა,“ - განაცხადა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system