თავში

ჩვენ შესანიშნავი ქართველი პარტნიორები შევიძინეთ - SpinCar-ის თანადამფუძნებელი

ჩვენ შესანიშნავი ქართველი პარტნიორები შევიძინეთ - S
ჩვენ შესანიშნავი ქართველი პარტნიორები შევიძინეთ - SpinCar-ის თანადამფუძნებელი

"ინვესტირებას გავაგრძელებთ საქართველოში Pulsar AI-ის სტარტაპის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით. ჩვენ შესანიშნავი პარტნიორები შევიძინეთ," - ამის შესახებ, ციფრული პლატფორმის, SpinCar-ის თანადამფუძნებელმა, მაიკლ ქვიგლმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრისა და ქართული სტარტაპის, Pulsar AI-ის დამფუძნებლების შეხვედრას ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ესწრებოდა.

მან ხაზი გაუსვა, რომ SpinCar-ი ინვესტირებას გააგრძელებს საქართველოში Pulsar AI-ის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.

“საერთო მომხმარებელმა დაგვაკავშირა ერთმანეთს. აქ ამერიკაში ერთ-ერთი ჩვენი მომხმარებელი ქართველის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირია. ხსენებული კომპანია შეერთებული შტატების იურისდიქციაშია რეგისტრირებული. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამ სტარტაპთან უწყვეტად გვქონდა კონტაქტი. სრულიად აღფრთოვანებული ვართ ქართული კულტურით. პარტნიორობა დავამყარეთ და ინვესტირებას გავაგრძელებთ საქართველოში ამ სტარტაპის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით”, - აღნიშნა SpinCar-ის თანადამფუძნებელმა.

Pulsar AI მუშაობს კლიენტსა და ავტომობილის დილერს შორის სრულად ავტომატიზებული კომუნიკაციის შექმნაზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. კომპანიის მიზანია, შექმნას ტექნოლოგია, რომელიც მისცემს საშუალებას ავტომობილების დილერებს სწრაფად და ეფექტურად მოემსახურონ პოტენციურ კლიენტებს ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა თუ ვებ - ჩეთის საშუალებით.

გლობალურ ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების ერთ-ერთმა ლიდერმა, კომპანია SpinCar-მა ქართული სტარტაპი Pulsar AI - ი შეიძინა. ქართული მაღალტექნოლოგიური სტარტაპი საერთაშორისო ასპარეზზე პირველად გავიდა. გარიგების ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარს აღემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ტექნპროდუქტი "სპინქარის“ პლატფორმაზე ინტეგრირდება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system