თავში

ჩვენი მთავარი ამოცანა, ეკონომიკური ზრდის სტაბილურად მაღალი ტემპის შენარჩუნებაა - თურნავა

ჩვენი მთავარი ამოცანა, ეკონომიკური ზრდის სტაბილურად მაღალი ტემპი
ჩვენი მთავარი ამოცანა, ეკონომიკური ზრდის სტაბილურად მაღალი ტემპის შენარჩუნებაა - თურნავა

ჩვენი მთავარი ამოცანა, ეკონომიკური ზრდის სტაბილურად მაღალი ტემპის შენარჩუნება იქნება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის - „ეკონომიკა - 2030" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეკონომიკის სამინისტრო გახლავთ საკმაოდ კომპლექსური სამინისტრო, რომელსაც აქვს საკმაოდ კომპლექსური პორტფელი, შესაბამისად თვითონ დოკუმენტი, მოიცავს სულ მცირე 12 მსხვილ მიმართულებას, დაწყებული ეკონომიკის განვითარების ჩარჩო სტრატეგიით მცირე ბიზნესის გაძლიერებით, დასრულებული თითოეულ საკვანძო დარგში განვითარებული კონკრეტული პოლიტიკით და რაოდენობრივი მაჩვენებლებით მივაღწევთ 2025 და შემდეგ უკვე 2030 წელს. დღეს ამ პრეზენტაციის ფარგლებში ყურადღებას გავამახვილებ ძირითად აქცენტებსა და საკვანძო დარგებზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმაზე მუშაობა გრძელდება. ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის შესახებ პრეზენტაცია ეკონომიკის სამინისტრომ გამართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system