თავში

ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრის მონიტორინგი დასრულდა

ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრის მონიტორინგი დასრულდა
ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრის მონიტორინგი დასრულდა

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. 

სააგენროს დაკვირვების ობიექტს, ანუ შესაბამის ბაზარს წარმოადგენდა 0-დან 6-თვემდე ჩვილ ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი ადაპტირებული ნარევი.

სააგენტომ შეისწავლა 2014-2019 წლების მდგომარეობა და დადგინდა, რომ  0–დან 6 თვემდე ჩვილ ბავშვთა საკვები პროდუქტების ბაზარზე არ გამოიკვეთა საქართველოს კონკურენციის კანონდებლობის შესაძლო დარღვევის რისკები. 

კონკურენციის სააგენტოს მონაცემებით, ბაზრის მოცულობა 2014–2018 წლებში გაზრდილია 12,5 მლნ ლარიდან (391 ათასი კგ) 22 მლნ. ლარამდე (441 ათასი კგ), 2019 წლის 10 თვეში კი ბაზრის მოცულობა 19 მლნ. ლარია (382 ათასი კგ).

კონკურენციის სააგენტოსთვის არ იკვეთება ისეთი რისკ ფაქტორი, რამაც შესაძლოა შემდგომში მოახდინოს ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის სტიმულირება, ამიტომაც სააგენტო არ დაკვირვების გაგრძელების საფუძველს ვერ ხედავს. 

"ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებლის, მსხვილი კომპანიების წილობრივი გადანაწილებისა და ბაზარზე კონკურენტული მდგომარეობის შეფასების მიზნით მონიტორინგის პროცესში გამოკვლეული სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სააგენტო მიიჩნევს, რომ 2014–2019 წლებში შესაბამისი ბაზარი თავსებადი იყო კონკურენტულ გარემოსთან", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system