თავში

Cityam: ეკონომიკური პოლიტიკით საქართველო მსოფლიო ბანკის ლიგაში დაწინაურდა

ეკონომიკური პოლიტიკით საქართველო მსოფლიო ბანკის ლიგაში დაწინაურდა
Cityam: ეკონომიკური პოლიტიკით საქართველო მსოფლიო ბანკის ლიგაში დაწინაურდა

მყარი ეკონომიკური პოლიტიკით საქართველო მსოფლიო ბანკის ლიგაში დაწინაურდა და პლანეტის საუკეთესო ქვეყნებს გაუთანაბრდა. ამის შესახებ გამოცემა Cityam-ზე ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დეივიდ ლიდინგტონი სტატიას აქვეყნებს. 

"საქართველოში ბიზნესის კეთება მართებულად ითვლება. საერთაშორისო ინვესტორებისადმი გახსნილობით 19 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა მოხერხდა და მათ შორის უმსხვილესია ბრიტანული კომპანიების წილი", - წერს ლიდინგტონი. 

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოების გვერდით დგას, ჯარისკაცებს მოკავშირეთა მისიებში აგზავნის ავღანეთში და გაერთიანებულ სამეფოს უჭერს მხარს სეილსბერში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საქმის მოკვლევაში.

დეივიდ ლიდინგტონი ბორის ჯონსონის განცხადებას ციტირებს, სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ძლიერ მხარდაჭერას უცხადებდა გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და ამ ქვეყნის შემდგომ წინსვლას შიდა რეფორმების მიმართულებით.

,,დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებისთანავე ბორის ჯონსონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ძლიერ მხარდაჭერას უცხადებდა გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და ამ ქვეყნის შემდგომ წინსვლას შიდა რეფორმების მიმართულებით. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მართალი იყო. საქართველოს კეთილდღეობა და მისი დემოკრატიის სიჯანსაღე მნიშვნელოვანია გაერთიანებული სამეფოსთვის. საქართველოს სხვა მეგობრების მსგავსად, იმედი მაქვს, რომ მომდევნო დღეებსა და კვირებში საქართველოს ლიდერების მხრიდან ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული და ატლანტიკური კურსისადმი ერთგულების შენარჩუნებისა და გაძლიერების მომსწრენი გავხდებით“, - აცხადებს ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და სტატიას აქვეყნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system