თავში

Covid-19-ის გამო კომერციული ფართების მიმართ მოთხოვნა შემცირდა

Covid-19-ის გამო კომერციული ფართების მიმართ მოთხოვნა შემცირდა
Covid-19-ის გამო კომერციული ფართების მიმართ მოთხოვნა შემცირდა

კომერციული ფართების თბილისში მდებარე ერთ-ერთი მსხვილი უძრავი ქონების სააგენტოს ,,ბონუსის“ დამფუძნებელი ილია ინაშვილი ვარაუდობს, რომ კომერციული ფართების ფასი შეიძლება წლის ბოლომდე მეტ-ნაკლებად შენარჩუნდეს, თუმცა ქირაზე მოთხოვნა საგრძნობლად დაიკლებს.

,,ქართულ ბიზნესს სწორედ ახლა აქვს მძიმე პერიოდი. მდგომარეობა ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს.  პრობლემა ნამდვილად მასშტაბურია, რადგან კორონავირუსის გავლენა თითქმის ყველა სეგმენტს შეეხო. ვფიქრობ, მდგომარეობა გამოსწორდება. ეპიდემიამდე კომერციული ფართების მოთხოვნით თბილისში პირველ ადგილზე იყო ცენტრალური ქუჩები და მაგისტრალები, ტენდენციის შენარჩუნება ვერ ხეხდება, ქირაზე მოთხოვნამ იკლო. ასეთ ფონზე შენარჩუნდება თუ არა უძრავი ქონების ფასი, ჯერჯერობით ძნელად პროგნოზირებადია", - განაცხადა ინაშვილმა.

საბაზრო ფასზე გარკვეული გავლენა, ცხადია, სავალუტო რყევამაც მოახდინა. კერძო სექტორს უკეთესის იმედი არც 2021 წელს აქვს. თვითონ კომერციული ფართის მფლობელები report.ge-თან აღნიშნავენ, რომ მეორეხარისხოვან ქუჩებში მინიმალურ ფასშიც კი ვერ აქირავებენ. მეტრო ,,წერეთლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ქუთაისის ქუჩაზე ლაშა სტურუა მაღაზიას 4-5 წლის წინ 1500 დოლარად აქირავებდა. მას შემდეგ რამდენჯერმე შეცვალა ფასი. ბოლოს 1500 ლარამდეც ჩამოვიდა, მგარამ ობიექტი მაინც ვერ გააქირავა. ამბობს, რომ ფართის გაქირავებას ივნისის შემდეგ ცდილობს, მაგრამ კლიენტი თითქოს ერთბაშად გაქრა.

,,ფასი უკიდურესად შევამცირე, სხვა გამოსავალი არ მაქვს, მოთმინება უნდა ვიქონიო და კლიენტს დაველოდო. ცხადია, ეს არ არის ადვილი. ჩემ გარშემო რამდენიმე ობიექტი თვეობით ქირავდება. 5 წლის წინ 1500 დოლარად ვაქირავებდი და ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ 1500 ლარადაც გამჭირდებოდა კლიენტის პოვნა", - ამბობს კომერციული ფართის მფლობელი.

თიბისი კაპიტალის ცნობით,  ძირითად სავაჭრო კატეგორიაში ხარჯვა და საქონლის იმპორტი აღდგენის დინამიკას აჩენებს. ამ ეტაპისთვის კომერციული უძრავი ქონების მსხვილ გამქირავებლებთან, რომლის მოიჯარეებიც სავაჭრო კომპანიები არიან, იჯარა უფრო მეტად შემოსავლებზე არის მიბმული, რაც სექტორის შემოსავლებს ვაჭრობის აღდგენის დინამიკასთან მეტად აკავშირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system