თავში

covid-19-ის გავლენა ფულად გზავნილებზე

covid-19-ის გავლენა ფულად გზავნილებზე
covid-19-ის გავლენა ფულად გზავნილებზე

გლობალური ფინანსური კრიზისის პირობებში ფულადი გზავნილები საქართველოს მიმართულებით მეტნაკლებად მაღალ დონეზე შენარჩუნდა მაისშიც, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,6%-ით შემცირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა დღეს გამოაქვეყნა.  სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე განმარტავს, რომ გზავნილების მაღალი მაჩვენებელი ქართველი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებას და უცხოეთში მათი საქმიანობის შეჩერებას უკავშირდება. სტატისტიკოსი ვარაუდობს, რომ ტენდენცია მოკლევადიანია და მომდევნო თვეში, სავარაუდოდ, სტაბილური კლებაა მოსალოდნელი.

 ,,ფულად გზავნილებზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს. ერთია, რომ ჩვენი ემიგრანტებისთვის საქმიანობის რაღაც ეტაპი მთავრდება და უცხო ქვეყნებში დასაქმების პერსპექტივა აღარ აქვს. როგორც წესი, ფულადი გზავნილები, არა მარტო მიმდინარე შემოსავლების ხარჯზე ყალიბდება, არამედ დაგროვილი, საბოლოო ანგარიშსწორების  და ქვეყნის დატოვების ფაქტორიც მოქმედებს. ამიტომ როცა ასეთი კატაკლიზმები ხდება - ეკონომიკის შეკუმშვა, მოთხოვნა-მიწოდების შემცირება, სამუშაო ადგილების მასობრივი კლება და სხვა, ემიგრანტების საქმიანობას რისკი ექმნება. შესაბამისად, ფულადი ნაკადის გამოშვებას ძალიან ბევრი ადამიანი ახორციელებს. ეს არის მათი შრომითი საქმიანობის, ასე ვქვათ, ,,გედის სიმღერა", რა სიტუაციასაც ადგილი ჰქონდა 2008-2009 წლებში, რუსეთთან კონფლიქტის პერიოდში. იმხანად გზავნილები არათუ შემცირდა, გაიზარდა კიდეც, რაც ჩვენი მიგრანტების მასობრივ გასვლას უკავშირდებოდა. ზოგი სხვა ქვეყანაში გადავიდა, ზოგი სამშობლოში დაბრუნდა. ამ ეტაპზე ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და სიტუაცია რომ გამოსწორდება, გზავნილებში უკვე სტაბილურ კლებას უნდა ველოდოთ", - განმარტავს სტატისტიკოსი.

ეროვნული ბანკის მონეცემებით, 2020 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.8 მლნ აშშ დოლარი (421.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.6%-ით (13.9 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system