თავში

COVID-19-ის მოსალოდნელი ზეგავლენა ბიზნეს სექტორებზე

COVID-19-ის მ​ოსალოდნელი ზეგავლენა ბიზნეს სექტორებზე
COVID-19-ის მოსალოდნელი ზეგავლენა ბიზნეს სექტორებზე

განთავსების სექტორში აგვისტოში გაუმჯობესება მეტწილად რეგიონებში გაგრძელდა; უკეთესი დინამიკა საშუალო და დიდ სასტუმროებში დაფიქსირდა. 2020 წელს დოლარში RevPAR-ი (შემოსავალი ერთ ნომერზე) დაახლოებით 75%-ით შემცირდება.

ამის შესახებ აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მაკროსექტორულ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში აგვისტოში გაყიდვების წ/წ ცვლილებამ -17.4% შეადგინა, რაც ივლისთან შედარებით 1პპ-ით გაუმჯობესებაა. ძველი ბინების ფასები დოლარში კლებას აგრძელებს (-4.1% წ/წ), ახალი ბინების ფასი კი ზრდადია (+1.0% წ/წ) რაც ამ სეგმენტში მოთხოვნის დაბრუნებას უკავშირდება. ჯამურად, 8 თვის მანძილზე ბაზარზე გაყიდვები წ/წ 35%-ით არის შემცირებული. წლის მანძილზე ახალ ბინებში გაყიდვების დაახ. 15%-ით, ხოლო ფასის (დოლარი) დაახ. 5%-ით შემცირებაა მოსალოდნელი.

თიბისი კაპიტალი მიიჩნევს, რომ კომერციული უძრავი ქონების სექტორში გამოკითხულ კომპანიებს შორის, სავაჭრო მოლებში შემოსავლების მეტი კლება ფიქსირდება, ვიდრე საცალო სავაჭრო ობიექტებზე გაქირავებულ ფართებში. წლის მანძილზე, სექტორში დოლარში საიჯარო შემოსავლის 20-25%-ით კლებაა მოსალოდნელი.

მაკროეკონომიკური სექტორების მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ მშენებლობის სექტორში 2020 წლის მეორე კვარტალში დიდი კლება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ბრუნვაში დაფიქსირდა (-34% წ/წ). ინფრასტრუქტურის მშენებლობამ მეტი მდგრადობა შეინარჩუნა (2020წ. 6 თვეში +1%). წლის მანძილზე სამშენებლო სექტორის ჯამური ბრუნვის წ/წ 15%-ით შემცირებაა მოსალოდნელი.

FMCG (სწრაფად მოხმარებადი პროდუქციის რეალიზებით დაკავებული კომპანიები)სექტორმა 2020 წელს. მოსალოდნელია 2019 წლის დონე შეინარჩუნოს, ორგანიზებული ბაზრის წილის ზრდის ფონზე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system