თავში

covid-19-ის პირობებში ციტრუსზე მოთხოვნა სტაბილურია

covid-19-ის პირობებში ციტრუსზე მოთხოვნა სტაბილურია
covid-19-ის პირობებში ციტრუსზე მოთხოვნა სტაბილურია

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის გიორგი სურმანიძის განცხადებით, ეპიდემიის მიუხედავად, ციტრუსის მიმართ მოთხოვნა სტაბილურადაა. მისი თქმით, ლოგიკურია, რომ რეალზიაცია გააქტიურდება. იმის გამო, რომ ქართული ციტრუსი კარგი ხარისხით გამოირჩევა, ექსპორტზე იგი მეტად კონკურენტუნარიანი იქნება, რა მხრივაც დაბრკოლება ფაქტობრივად არ არის.

,,სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მოსავალი შედარებით მცირეა, ხარისხის მხრივ წელს ციტრუსის მოსავალს პრობლემა არ შექმნია. საპროგნოზი მაჩვენებლიდან, რომელიც 40 ათასი ტონის ფარგლებშია, არასტანდარტულის წილი 7 ათას ტონას შეადგენს და დასზე 10-თეთრიანი სუბსიდია არის გათვალისწინებული. 650 ტონა სტანდარტული ციტრუსი ექსპორტირებულია. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიაა მთელ მსოფლიოში, ველოდებით, რომ ექსპორტზე საფრთხე არ შეგვექმნება. ყოველ შემთხვევაში, გაუყიდვავი მოსავალი არ დაგვრჩება. ამის იმედს იძლევა ხარისხიც, წელს ციტრუსი მცირემოსავლია, მაგრამ საუკეთესო ხარისხით გამოირჩევა.  რეგიონში 30-მდე დამხარისხებელი საწარმოა, რომელიც ექსპორტისთვის ამაზადებს პროდუქტს. უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმება მიღწეულია და 17 ათას ტონა ციტრუსი ექსპერტზე უახლოეს პერიოდში გავა. ექპორტი ძირითადად ტრადიციულ ბაზრებზეა. გარკვეული რაოდენობა გავა სინგაპურსა და ჩეხეთშიც. ამ ტაპზე სომხეთი ლიდერობს, მაგრამ შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს. რაც არ უნდა იყოს, ციტრუსის მიმართ მოთხოვნა არ შემცირდება, პირიქით, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, უცხოურ ბაზრებზე რეალიზაცია, ეპიდემიის გათვალისწინებით, უფრო მოიმატებს, ვიდრე ჩვეულებრივ პერიოდში იყო", - ამბობს გიორგი სურმანიძე report.ge-თან  გიორგი სურმანიძე.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  უკვე განხორციელდა 653 ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 295 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 138%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 149 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა.

ცნობილია, რომ არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია წელსაც გაიცემა. ამ მიზნით 2020 წლის ბიუჯეტიდან უკვე გამოიყო 500 000 ლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system