თავში

Covid 19 - ის წინააღმდეგ ონლაინ ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი ცნობილია

Covid 19 - ის წინააღმდეგ ონლაინ ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი ცნობილია
Covid 19 - ის წინააღმდეგ  ონლაინ ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი ცნობილია

20 000 ლარი პროექტის განხორციელებისათვის გრანტის სახით Edison Tech-ს გადაეცა. 

ამის შესახებ report.ge-ს ეკონომიკის სამინისტროს ტექნოლოგიური განვითარების სააგენტოდან აცნობეს.

სააგენტოს ცნობით, პროექტის მიზანია, შეიქმნას პორტატული სასუნთქი აპარატი, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება, როგორც კრიტიკულ სიტუაციაში, ასევე სახლის პირობებში.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით აპარატი გამოყენებადია ყველა ასაკის ადამიანისათვის. 

შესაბამისად, როგორც ტექნოპარკის ადმინისტრაცია განმარტავს,  Edison Tech-ის დახმარებით საქართველო ეფექტურად გაუმკლავდება მსოფლიო გამოწვევას და საჭიროების შემთხვევაში სასუნთქი აპარატების კრიზისი არ შეიქმნება ქვეყანაში.

გამარჯვებული გუნდის გარდა ონლაინ ჰაკათონის კიდევ ორ გუნდს საკუთარი იდეის განხორციელებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერას უცხადებს. ეს გუნდებია:

MIZ-MASK -მრავალჯერადი გამოყენების, ვირუსული ინფექციებისგან დაცვის ელექტრონიღაბი, რომელიც 99.999%-ით ანადგურებს ვირუსს და ასევე ავტომატურ რეჟიმში არეგულირებს ჰაერის ნაკადს მათთვის, ვისაც სუნთქვის უკმარისობა აწუხებს. ნიღბის გარე განათების მეშვეობით კი ხდება დამატებით სხვა ნივთების სტერილიზაცია. 

Kvalifika- კომპანია,,VOBI“-სდა,,JSC Identity and Trust Solutions“- ის ერთობლივი გუნდი ეხმარება კომპანიებს, მიმდინარე კრიზისული პერიოდის პირობებში,წარმატებულად განაგრძონ ოპერირება და დააკმაყოფილონ ბაზრის მოთხოვნები.გარდა ამისა, პროექტი კომპანიებს აძლევს საშუალებას,თავიდან აიცილონ თაღლითობის შემთხვევები და სრულად გადავიდ ნენონლაინ ოპერაციებზე. შეთავაზება მოიცავს ISO სტანდარტით სერტიფიცირებული სისტემის მეშვეობით სახის ბიომეტრიის დამუშავებასა და ინდივიდების ამოცნობას, რეგულატორის მოთხოვნების შესაბამისად კლიენტების იდენტიფიკაციასა და პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის ვერიფიკაციას.

ონლაინ ჰაკათონი, რომელიც GITA-მდა სარეკლამო კომპანია ,,რედბერმა“ წარმოადგინა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 2020 წლის 24 მარტს გახსნა. 

ჰაკათონის მიზანი იყო, მსოფლიო გამოწვევების საპასუხოდ შექმნილიყო ისეთი პროდუქტები ან მომსახურება, რომლებიც ეფექტურად დაეხმარებოდა ჩვენს ქვეყანას კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებთან ბრძოლაში.

შემოსული 350-მდე აპლიკაციიდან, სამდღიან მარათონში სულ 28 გუნდი და 5 ფიზიკური პირი მონაწილეობდა, 72 საათის განმავლობაში მენტორების დახმარებით ისინი მუშაობდნენ ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა: მედიცინა, საცალო ვაჭრობა, სურსათით მომარაგება, დისტანციური განათლება, დაავადების გავრცელება/მონიტორინგიდა სხვა. 

მუშაობის პროცესში ონლაინ ჰაკათონის მონაწილეები ინდივიდუალურ კონსულტაციებს  გადიოდნენ სპეციალურად პროექტისთვის მოწვეულ მენტორებთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system