თავში

covid-19-მა სამომხმარებლო ქცევის წესები შეცვალა

covid-19-მა სამომხმარებლო ქცევის წესები შეცვალა
covid-19-მა სამომხმარებლო ქცევის წესები შეცვალა

იმპორტიორები სამომხმარებლო ბაზარზე საფასო ცვლილებასკორონავირუსის გავლენით და იმ გამოწვევებით ხსნიან, რასაც რიგი ქვეყნები ეპიდემიისას მიმართავენ. ხშირ შემთხვევაში, როგორც ამას საქართველოს მაგალითი აჩვენებს, ფასებზე ეროვნული ვალუტის ფაქტორიც მოქმედებს, ასევე პოლიტიკური სტაბილურობის დონეც. ამის შესახებ report.ge-თან დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია საუბრობს. ის აცხადებს, რომ covid-19-მა ბაზარზე ახალი წესრიგი დაამყარა.

,,პანდემიამ ძალიან შეცვალა მსოფლიოში სამომხმარებლო ქცევა, მათ შორის, პირველადი მოხმარების პროდუქტზე მოთხოვნა. ყველა ცდილობს უფრო ნატურალური პროდუქტის მომხმარებელი გახდეს და უარს ამბობს ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა, მაგალითად, პალმის ზეთი.  მოსახლეობა გლობალურად მზესუმზირის ზეთზე გადადის, განსაკუთრებით ჩინეთი. კონკრეტულად ამით არის გამოწვეული ზეთის გაძვირება, რაზეც ასევე მოსავლის სიმცირემაც იმოქმედა. შესაბამისად, ზეთი ყველაზე მეტად გაძვირდა. მოიმატა ასევე შაქრის ფასმაც.  გასაგებია, რომ მოსაცვლიანობა ფასებზე დიდ გავლენას ახდენს, მაგრამ დიდია ასევე პანდემიის ფაქტორიც. გარდა ამისა, ნავთობპროდუქტების გაძვირებამ ლოჯისტიკის ხარჯის ზრდა გამოიწვია და ფასებზე ესეც აისახება. ზოგადად, ძირითადი ნედლეული არის გაძვირებული, როგორიცაა შაქრის ლერწამი, მზესუმზირა, ხორბალი და სხვა. რამდენადაც ცნობილია, ელექტროენერგიის საფასურმაც მოიმატა, ცვლილებაა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, რაც თვითღირებულებას აძვირებს. იმპორტის ხარჯი, განსაკუთრებით რასაც ტემპერატურული რეჟიმის დაცვა სჭირდება, გაიზარდა. საფასო ცვლილება ხდება არა იმიტომ, რომ  იმპორტიორებმა მარაგები შექმნან ან რამე მსგავსი მიზეზი, უბრალოდ, ოპერირება გააგრძელონ და გაზრდილ ხარჯს გაუმკლავდნენ. საქართველოს შემთხვევაში, მთავარი ფაქტორი, ეს არის ეროვნული ვალუტა, ნებისმიერი სავალუტო რყევა მოქმედებს ფასზე, 3,33 ლარის ფარგლებშია დოლარი და ამ პირობებში ფასების შენარჩუნება რეალურად წარმოუდგენელია", - ამბობს ჭყონია და დასძენს, რომ არ არსებობს არანაირი ოპტიმიზმის საფუძველი, რამაც შეიძლება  ფასების კლება განაპირობოს.

,,ყველა ფაქტორი პროდუქტის გაძვირებისკენ არის მიმართული. ასეა მთელ მსოფლიოში. ჩვენს შემთხვევაში, პოლიტიკური მდგომარეობაც სამომხმარებლო ბაზარზე უარყოფითად აისახება. განსაკუთრებით ეროვნული ვალუტის კურსზე, რადგან არასტაბილური გარემოა"- დასძენს იმპორტიორი. 

როგორც ჭყონია აღნიშნავს, სერიოზული  მთავრობას შიდა ფაქტორების დასაძლევად სერიოზული სამუშაო აქვს გასაწევი.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის თებერვალში საქართველოში შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 5.4 პროცენტით გაძვირდა. ეს საქსტატის ინფლაციის თებერვლის მონაცემებით დასტურდება. შაქარი ქვეყანაში გაძვირებულია 12-თვიან ჭრილშიც. ამ აუცილებელ და მასობრივი მოხმარების პროდუქტზე ფასი 2020 წლის თებერვალთან შედარებით გაზრდილია 14.1 პროცენტით.

აღნიშნულ პერიოდში საქართველოში ზეთი და ცხიმი გაძვირდა როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში. 2021 წლის თებერვალში ზეთი და ცხიმი 4.9 პროცენტით გაძვირდა 2021 წლის იანვართან შედარებით, ხოლო ამ მასობრივი მოხმარების პროდუქტზე ფასები წლიურ ჭრილში მომატებულია 34.3 პროცენტით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system