თავში

COVID-19 შიმშილის რისკს ზრდის - ანგარიში

COVID-19 შიმშილის რისკს ზრდის - ანგარიში
COVID-19 შიმშილის რისკს ზრდის - ანგარიში

გაეროს, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების საერთაშორისო ალიანსმა,ახალი წლიური გამოცემა "გლობალური ანგარიში სასურსათო კრიზისის შესახებ“ გამოსცა. 

გაერო უკვე წლებია უკიდურესი შიმშილის ძირეულ მიზეზებს იკვლევს და მის აღმოფხვრაზე მუშაობს. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წლის ბოლოს, 135 მილიონი ადამიანი 55 ქვეყნისა და ტერიტორიის მასშტაბით, სურსათის მწვავე უკმარისობის საფრთხის წინაშე იდგა. დამატებით, 2019 წელს, სასურსათო კრიზისის მქონე 55 ქვეყანაში, რომლებიც მიმოხილულია ანგარიშში, 75 მილიონ ბავშვს განვითარების ჩამორჩენა ჰქონდა არასრულფასოვანი კვების გამო, ხოლო 17 მილიონს - წონის დეფიციტი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წელს, 183 მილიონი ადამიანი კლასიფიცირდა, როგორც "სტრესულ მდგომარეობაში მყოფი" (IPC/CH, ფაზა 2) ანუ მწვავე შიმშილის ზღვარზე მყოფი ადამიანები. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ თუ ისინი აღმოჩნდებიან ისეთი ძლიერი შოკის წინაშე, როგორიცაა COVID-19-ის პანდემია, მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება და  სიცოცხლე დადება რისკქვეშ. 

ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული უღარიბეს 135 მილიონ ადამიანზე, რომელთაგან ნახევარი (73 მილიონი) ცხოვრობს აფრიკაში; 43 მილიონი შუა აღმოსავლეთსა და აზიაში; 18.5 მილიონი ლათინურ ამერიკასა და კარიბის კუნძულებზე.

აქვე იდენტიფიცირებულია შიმშილის განმაპირობებელი ფაქტორებიც. ესენია: კონფლიქტი, რომელიც მთავარ ფაქტორადაა მიჩნეული და კონფლიქტმა 77 მილიონი ადამიანი მწვავე სასურსათო კრიზისის წინაშე დააყენა. გლობალური შიმშილისა და სიღარიბის მიზეზად დასახელებულია ასევე ექსტრემალური კლიმატური მდგომარეობა, რამაც, კვლევის თანახმად, შიმშილის რისკქვეშ დააყენა 34 მილიონი ადამიანი. გლობალური შიმშილის რიკფაქტორადაა მიჩნეული ასევე ეკონომიკური არასტაბილურობა, რაც 24 მილიონი ადამიანის უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის მიზეზი გახდა. 

,,გლობალური ანგარიში სასურსათო კრიზისის შესახებ’’ ანგარიშის შექმნაში მონაწილეობა მიიღო სურსათის უსაფრთხოების საინფორმაციო ქსელმა (FSIN). ეს ანგარიში გახლავთ კონსესუსზე დაფუძნებული მუშაობის და მულტიპარტნიორული ანალიტიკური პროცესის შედეგი. პროცესში 16 საერთაშორისო ჰუმანიტარული და განვითარების პარტნიორი ორგანიზაცია მონაწილეობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system