თავში

დაბალანსდება თუ არა მომსახურების სექტორის ჩავარდნა წარმოების მხარდაჭერით

დაბალანსდება თუ არა მომსახურების სექტორის ჩავარდნა
დაბალანსდება თუ არა მომსახურების სექტორის ჩავარდნა წარმოების მხარდაჭერით

სახელმწიფო ცდილობს, დააკომპენსიროს და დააბალანსოს მომსახურების სექტორში არსებული ჩავარდნა წარმოების მხარდაჭერით.ამის შესახებ თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.

ექსპერტის თქმით, დღევანდელი გადმოსახედიდან პოსტკრიზისული პერიოდის შეფასება ძალიან რთულია, თუმცა მიზანშეწონილი იქნება უფრო მეტი ინდუსტრიალიზაციის მიმართულებით მოძრაობა იმ კურსით, რაც სახელმწიფოს აქვს გაცხადებული, რომ იყოს აქტიური.

„ვხედავთ, რომ „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსება რამდენიმეჯერ მნიშვნელოვნად გაიზრდა, საგარანტიო მექანიზმი შემუშავდა, გაძლირდა საგრანტო კომპონენტი. ეს და კიდევ ბევრი სხვა პროექტი სწორედ წარმოების გაძლიერებისკენაა მიმართული. შესაბამისად, ეს მიმართულება პოსტკრიზისულ პერიოდში კიდევ უფრო აქტუალური, საჭირო და სასურველი იქნება იმისთვის, რომ როგორც საზოგადოება უზრუნველვყოთ როგორც სამუშაო ადგილებით, ასევე შემოსავლით და ბიუჯეტსაც თავის მხრივ ჰქონდეს შემოსავლები ამ ყველაფრიდან“, - ამბობს ჭარაია.

ცნობისთვის, საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით პრეზენტაცია წარადგინეს.

შეხვედრაში, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი უძღვებოდნენ, ადგილობრივი ექსპერტები და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system