თავში

დაბრუნებული ემიგრანტების მხარდასაჭერად 500 000 ლარზე მეტი გამოიყო

დაბრუნებული ემიგრანტების მხარდასაჭერად 500 000 ლარზე მეტი გამოიყო
დაბრუნებული ემიგრანტების მხარდასაჭერად 500 000 ლარზე მეტი გამოიყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო.

როგორც სააგენტოში აცხდებენ, პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 000 ლარზე მეტი გამოიყო.

სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა, შემოსავლის წყაროს გაჩენისა და დასაქმების მიზნით გრანტების გაცემას, პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. 

შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ჯამში, 150-მდე დაბრუნებული მიგრანტი დაფინანსდება. 

გრანტის მიღება შესაძლებელია როგორც საქმიანობის დაწყების, ისე გაფართოების შემთხვევაში და მისი მაქსიმალური ოდენობა 4000 ლარს შეადგენს. 

განაცხადების მიღება 5 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. 

პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ 12 თვეზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაბრუნდნენ.

განაცხადები მიიღება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე:

ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა;
ქ. გორი, სამების ქ. N1;
ქ. რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა;
ქ. ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
ქ. ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.

განაცხადის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

პროფესიული განათლების ხელშეწყობის, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით განაცხადების მიღება, ამავე მისამართებზე, 15 ივლისიდან დაიწყო და მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება“, - აცხადებენ სააგანტოში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://gov.ge/s/6a801

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system