თავში

დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს 200-800-ლარიანი დანამატები მიეცემათ

დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს 200-800-ლარიანი დანამატები მიეცემათ
დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს 200-800-ლარიანი დანამატები მიეცემათ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას 100-დღიანი მუშაობის შედეგები და 2020 წლის გეგმები გააცნო. 

2020 წელი თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად გამოაცხადა. შესაბამისად, სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ჯარიკაცების საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება განისაზღვრა.

2019 წლის პირველი ნოემბრიდან სამხედრო მოსამსახურეებს 100 დან 500 ლარამდე უკვე გაეზარდათ ხელფასი, მათთვის სახელფასო პირობების გაუმჯობესება 2020 წელსაც გაგრძელდება.

ახალი, ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, 2020 წლის იანვრიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დაუწესდებათ დანამატები.

2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო და გრძელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მოხდება ყველა მოქმედი ყაზარმისა და სასადილოს, დაახლოებით, 250-მდე ობიექტის სრული რეაბილიტაცია. მოეწყობა ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა. ამ მიზნით, 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თავდაცვის უწყება ოთხჯერ მეტი ოდენობის თანხის - 100 მილიონ ლარის გამოყოფას გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system