თავში

დაფნაზე ფასიც და მოთხოვნაც მატულობს

დაფნაზე ფასიც და მოთხოვნაც მატულობს
დაფნაზე ფასიც და მოთხოვნაც მატულობს

დაფნის სეზონი დაიწყო. მწარმოებლების ინფორმაციით, მოსავალი უკეთესია და ფასიც მეტ-ნაკლებად სტაბილური გახდა. პროდუქტის რეალზიაცია ადგილზე 5 ლარს აღწევს. USAID-ის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ საქართველო მსოფლიოში დაფნის ექსპორტიორი ქვეყნების ათეულშია. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში დაფნის ფოთლის 49 ექსპორტიორია, დიდი და მცირე მწარმოებლების ჩათვლით. 

სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში მცხოვრებმა მეწარმემ რუსლან იოსავამ report.ge-ს განუცხადა, რომ  ბოლო წლების განმავლობაში მოთხოვნა გაიზარდა და მოსახლეობა აქტიურად არის ჩაბმული დაფნის წარმოებაში.

,,სეზონი გაიხსნა, ხალხს მეტი მოტივაცია აქვს, რადგან ფასიც და მოთხოვნაც გაზრდილია. შარშან დაფნა 4 ლარად გაიყიდა, წელს ფასი 5 ლარს აღწევს. ჩვენი პროდუქტი აქტიურად გადის რუსეთსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ევროპის ბაზარზეც დიდია მოთხოვნა, თუმცა სტანდარტის მხრივ მცირე მეწარმეებს პრობლემა ჯერ კიდევ გვაქვს. ნოემბრის ბოლოს სეზონი დასრულდება. ვფიქრობ, რომ წელს მაღალ მაჩვენებლებზე გავალთ და სტატისტიკას საგრძნობლად გავაუმჯობესებთ", - ამბობს იოსავა. 

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს დაფნის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთში, თურქეთსა და უკრაინაში განხორციელდა. ამასთან, ფიქსირდება პროდუქციის გატანა ვიეტნამში, ჩინეთში, უზბეკეთში, მოლდოვაში, ავსტრიაში, ფილიპინებში, ლატვიაში, ნიგერიაში, ყირგიზეთში, პოლონეთში, ბელარუსში, ტაჯიკეთში, ყაზახეთში, თურქმენეთში, ლიეტუვაში, გერმანიაში, კვიპროსზე, ინდოეთში, უნგრეთში, ირანში, სომხეთსა და აშშ-ში.

ევროკავშირის ბაზარზე ქართული დაფნის მთავარი კონკურენტი ამჟამად თურქეთია, დანარჩენი ქვეყნებისას კი ქართული დაფნის ექსპორტი სჭარბობს. ექსპერტების შეფასებით, ქართული დაფნის გემური თვისებები გაცილებით აღემატება თურქულს. არც არის გასაკვირი -ექსპორტზე, ძირითადად, ბუნებრივად ნაშენი ქართული დაფნა გადის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system