თავში

დაგეგმილ ტენდერებზე ინფორმაცია სამშენებლო კომპანიებს გააცნეს

დაგეგმილ ტენდერებზე ინფორმაცია სამშენებლო კომპანიებს გააცნეს
დაგეგმილ ტენდერებზე ინფორმაცია სამშენებლო კომპანიებს გააცნეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ღია კარის დღე გამართა. 

შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა სამშენებლო კომპანიებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ დაგეგმილ ტენდერებზე, რომელსაც ფონდი მიმდინარე წლის ბოლომდე გამოაცხადებს.

ფონდი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრქუტურული პროექტის განხორიელებას გეგმავს. მათ შორისაა სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია, დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, ბაკურიანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, ზუგდიდში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკის მშენებლობა, ოზურგეთისა და ბახმაროს სკვერების რეაბილიტაცია. ასევე დაგეგმილია ლაღამის უბნის, თელავის, ველისციხის, ბაკურიანის და აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპი.

„მუნიციპალური განვითარების ფონდის მიზანია, ასეთი სახის შეხვედრებით სატენდერო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირვალე და ეფექტიანი გახადოს და უზრუნველყოს კომპანიებისთვის ღია და თანაბარი პირობები კონკურენტულ გარემოში. ღია კარის დღეები ბოლო ორი წლის განმავლობაში გარკვეული პერიოდულობით ტარდება. სამინისტროს პროექტებით დაინტერესებულ კომპანიებს ეძლევათ საშუალება ტენდერის გამოცხადებამდე მიიღონ ინფორმაცია დაგეგმილი პროექტების შესახებ და ამით უკეთ განსაზღვრონ ამ პროექტებში მათი მონაწილეობის შესაძლებლობებები,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system