თავში

უმუშევრად დარჩენილი პირებისთვის დახმარებების გაცემა ამ კვირიდან დაიწყება

დახმარებების გაცემა ამ კვირიდან დაიწყება
უმუშევრად დარჩენილი პირებისთვის დახმარებების გაცემა ამ კვირიდან დაიწყება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლება დანაპირებს ასრულებს და მოსახლეობისთვის თანხის გაცემა ამ კვირიდან დაიწყება. 

"რეალური ფულის მიცემა უკვე ამ კვირიდან დაიწყება და მე ზუსტად ჩამოვთვლი, რამდენი ადამიანი მიიღებს ამ დახმარებას კონკრეტული თანხების რაოდენობით. ჩვენ არასდროს გაგვიცია დაპირება, რომ ეს იქნებოდა ან 1-ელ აპრილს, ან 1-ელ მაისს. ვთქვით, რომ ეს ყველაფერი 20 მაისის შემდგომ იქნებოდა. როგორც ვთქვით, ისე მივყვებით და არ მინდა სპეკულაციების კორიდორი დავტოვო. ყველა ადამიანი, რომელსაც ამის საჭიროება ექნება და ეს დასაბუთებული იქნება, ამ დახმარებას მიიღებს“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი 6-დან 8.5-მდეა გაზრდილი. 

"ეს არის ის პარამეტრები, რომელიც ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული გვაქვს, ეს არის ბიუჯეტის ის პარამეტრები, რომელიც არის საპროგნოზო, კრიზისული, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიმოქმედოთ იმ სოციალური დახმარებებისა და ანტიკრიზისული გეგმების ფარგლებში, რომელიც უკვე წარდგენილი იყო. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დახმარების სააგენტო, ისევე როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უკვე კარგად მუშაობენ ერთმანეთთან," - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system