თავში

დამალული სიმდიდრე ხელმისაწვდომ ფასად - PHOTO

დამალული სიმდიდრე ხელმისაწვდომ ფასად
დამალული სიმდიდრე ხელმისაწვდომ ფასად - PHOTO

მას შემდეგ, რაც თბილისში აზერბაიჯანის ტურიზმის შოურუმი ამოქმედდა, აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივი ტურისტული პეკეტების შემუშავება დაიწყეს. ამის შესახებ ინფომაცია  report.ge-ს აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარიძემაც დაგვიდასტურა

report.ge დაინტერესდა რას გულისხმობს ეს პაკეტები და რა სარგებელს ნახავენ ამით საქართველო და აზერბაიჯანი?

როგორც თბილისში მოქმედი აზერბაიჯანული შოურუმის მენეჯერმა მარიამ ნათაძემ აგვიხსნა, აზერბაიჯანს ბევრი სიახლე აქვს ქართველი ტურისტებისათვის, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ პირდაპირი რეისებით თბილისიდან, ასევე გაუმჯობესებული სარკინიგზო თუ სხვა სახმელეთო მარშრუტით. ქართველი ტურისტებისათვის აზერბაიჯანში მოგზაურობას ამარტივებს უვიზო რეჟიმი. 

"ჩვენ აღფრთოვანებული ვართ რომ ტურისტთა რიცხვი საქართველოდან, იზრდება ვინაიდან ჩვენ ვმუშაობთ კომბინირებულ ტურებსა და ერთობლივ პაკეტებზე. აზერბაიჯანი საინტერესოა ნებისმიერი ასაკის თუ ტიპის ქართველი მოგზაურისათვის, განსაკუთრებით კი მეგობრების ჯგუფებისთვის, რომლებსაც სურთ ახალი თავგადასავლები, იქნება ეს თანამედროვე ატრაქციონები თუ ცოცხალი ღამის ცხოვრება. აზერბაიჯანი ასევე მისაღებია წყვილებისა და ოჯახებისთვისაც, რომლებსაც მდიდრული დასვენება სურთ და ნებისმიერი ტურისტისათვის რომლებიც ეძებენ მრავალფეროვან თავგადასავალებს. ჩვენი მიზანია, ამ კომბინირებული პაკეტებით, მოგზაურებმა შეძლონ ერთდროულად მიიღონ რამდენიმე სხვადასხვანაირი გამოცდილება, ერთ შეთავაზებაში. სპეციალური პაკეტები მოგზაურებს საშუალებას აძლევს, აღმოაჩინონ აზერბაიჯანის დამალული სიმდიდრე, ხელმისაწვდომ ფასად. ამჟამად აზერბაიჯანის ტურისტთა 24%-ს სწორედ ქართველი მოგზაურები შეადგენენ და ჩვენი მიზანია მომავალ წელს ამ რიცხვის გაზრდა," - განუცხადა report.ge-ს მარიამ ნათაძემ.

მისივე თქმით, ორივე ქვეყანა აქტიურად მუშაობს სასაზღვრო ხაზის კომფორტული და სწრაფი ფუნქციონირებისთვის.

"ჩვენ უკვე ვმუშაობთ შესასვლელი პორტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, რაც მიზნად ისახავს საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივებას. ამასთან დაკავშირებით უკვე გატარდა რამდენიმე ღონისძიება, რომლებმაც გააუმჯობესეს არსებული ტექნიკური აღჭურვილობა. ასევე ვზრუნავთ თანამშრომლების უნარების გაუმჯობესებაზე ტრენინგებისა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების საშუალებით. გარდა ამისა ჩვენ ვცდილობთ გავამარტივოთ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არსებული პროცედურები, რათა აზერბაიჯანში შესვლა ვიზიტორებისთვის იყოს მარტივი და კომფორტული. ჩვენს მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა ამის გარანტიაა და მოლაპარაკებებიც სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან უკვე დაწყებულია," - განაცხადა აზერბაიჯანის თბილისში მოქმედი შოურუმის მენეჯერმა, მარია, ნათაძემ.

მისივე თქმით, ორივე ქვეყანაში ტურიზმის განვითარების უზარმაზარი პოტენციალია და კომბინირებული ტურების კონცეფციით ამ პოტენციალის უკეთ გამოყენება ორმხრივი ინტერესია.

"აზერბაიჯანის შოურუმი უნიკალური პროექტია, რადგან ის საშუალებას აძლევს ხალხს, მიიღონ მრავალფეროვანი გამოცდილება რასაც თავად აზერბაიჯანი გვთავაზობს. შოურუმში ასევე განთავსებულია ტურისტული სააგენტო რომელიც საშუალებას გვაძლევს დავგეგმოთ მოგზაურობა აზერბაიჯანის ნებისმიერი მიმართულებით. ორივე ქვეყნის ტურისტული განვითარების გათვალისწინებით, ვფიქრობთ შესანიშნავი დროა ერთობლივი რეგიონალური ტურების შემუშავებისათვის, რომელიც მოიცავს როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანს. ეს შოურუმიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. აზერბაიჯანელი ერი მოხარული იქნება თუ საკუთარ კულტურასა და ისტორიას უკეთ გააცნობს ქართველებს და მათი ქვეყნის სტუმრებს," - განუცხადა report.ge-ს მარიამ ნათაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system