თავში

დამატებითი შეღავათები მთაში მაცხოვრებლებს

დამატებითი შეღავათები მთაში მაცხოვრებლებს
დამატებითი შეღავათები მთაში მაცხოვრებლებს

პარლამენტის მთის კანონის ახალ ვერსიაზე მუშაობს, სადაც დეტალურადაა გაწერილი ყველა ის ახალი შეღავათი და პრივილეგია, რომელსაც მთავრობა მთაში მაცხოვრებლებს სთავაზობს.

პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა ცვლილებებს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონში, რომლის საფუძველზე მაღალმთაში მცხოვრები დამატებით 6767 პენსიონერი, ექიმი, ექთანი და მასწავლებელი სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას მიიღებს. 

ცვლილებებით დამატებით მთაში მცხოვრები 25 000-დან 30 000-მდე მოქალაქე ისარგებლებს.

შეღავათების მისაღებად აქამდე საჭირო იყო მოქალაქეს მთავში მთაში 9 თვის განმავლობაში ჰქონოდა ნაცხოვრები, ახლა კი ეს მოთხოვნა 6 თვემდე მცირდება.

გამყოფი ზოლის მიმდებარედ არსებულ 19 დასახლებას მიენიჭება მაღალმთიანი ზონის სტატუსი, რაც ნიშნავს იქ მცხოვრები ადამიანების ძლიერ მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან, სამეწარმეო და ბიზნეს საქმიანობაში ამ ადამიანების ჩართვის ფართო შესაძლებლობებს, გამყოფი ზოლის მიმდებარე დასახლებებიდან მიგრაციის პროცესების შეჩერებას.

ცვლილებებით, დამატებით ჯამში 59 დასახლება მიიღებს მაღალი მთის სტატუსს. 

"ეს არის ცვლილებები, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალ მთაში მცხოვრებთა ცხოვრების ხარისხის და დონის ზრდას, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩნას და ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას“,- აცახადებენ საკანონმდებლო ორგანოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system