თავში

დამბალხაჭო: საოჯახო ტრადიციიდან წარმოებამდე - Exclusive

დამბალხაჭო: საოჯახო ტრადიციიდან წარმოებამდე
დამბალხაჭო: საოჯახო ტრადიციიდან  წარმოებამდე - Exclusive

საქართველოში დამბალხაჭოს წარმოება სულ უფრო პოპულარული ხდება. თიანეთში,  ერთ საოჯახო საწარმოში დამბალხაჭოს წინაპრის ტრადიციული მეთოდით ამზადებენ. „აწარმოე საქართველოში“-ს ბენეფიციარი ეკა დოჯურიშვილმა საკუთარი ბრენდი შექმნა, რომელსაც ბებიის საპატივცემულოდ „მართა ბებოს ხაჭო“ დაარქვა. ოჯახურ ბიზნესს მეუღლესთან ერთად უძღვება.

დაფინანსებამ ბიზნესის გაფართოებაში დიდი როლი ითამაშა, თუმცა ამას არ სჯერდება და სურვილი აქვს, ოჯახურ წარმოებას მეტი გასაქანი მისცეს. 

როგორც ეკა დოჯურიშვილმა report.ge-თან საუბრისას აღნიშნა, ექსპორტზე სწორება ევროკავშირზე აქვთ, თუმცა მანამდე ძალების მოსინჯვას სპარსეთის ყურესა და დსთ-ს ქვეყნებში შეეცდებიან.

,,დამბალხაჭოს ზუსტად იმ ტექნოლოგიით ვამზადებთ, რომელიც ჩვენი წინაპრებისგან ვისწავლეთ. საქმეში ოთხივე და ოჯახებით ვართ ჩართული.  დედა ჩვენი მთავარი ტექნოლოგია. ,,აწარმოე საქართველოს" ფარგლებში დაფინანსება 2016 წელს მივიღეთ, თუმცა მანამდეც დაწყებული გვქონდა ეს საქმე. 5 ათასი ლარით დაგვაფინანსეს, დიდი თანხა არ იყო, მაგრამ იმ მომენტში მნიშვნელობა ჰქონდა, რათა წარმოების ტემპი გაგვეაქტიურებინა. დაწყებიდან დრემდე, 3-ჯერ გავზარდეთ წარმოება. სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის დამსახურებაა, რომ დღეს ჩემი ბიზნესი ვითარდება. ექსპორტზე ჯერ არ გავსულვართ, მაგრამ უახლოეს მომავალში პროდუქტის ქვეყნის გატანას ვგეგმავთ. მაქსიმალურად გვაქვს გაცნობიერებული, რომ პროდუქტი, რომელსაც ვაწარმოებთ, მარტო ჩვენი არ არის, ეროვნული მნიშვნელობის საქმეა, ჩვენი მხარის ტრადიციის მაჩვენებელი. გვინდა, რომ ჩვენი პროდუქტი უცხოელმა მომხმარებელმაც გაიცნოს", - გვითხრა ეკა დოჯურიშვილმა. 

ახალგაზრდა მეწარმე ამაყობს, რომ ეკოლოგიურად კარგი და ხარისხიანი პროდუქტის წარმოება შეუძლია.

,,ჩვენს რეგიონს ღვთისგან ბოძებული, კარგი ბაზა აქვს და დიდი რესურსიც, რომ არ დაიკარგოს, ამიტომაც ცოცხლდება ფშავ-ხევსურეთის გასაოცარი დელიკატესი, რომელსაც ვაჟა-ფშაველა ,,ფშავლების ხიზილალას" უწოდებდა. მისი წარმოება უიშვიათესია იმითაც, რომ ფალსიფიკაციას არ გაპატიებს და ვერც დაუშვებ. ყველაფერი მზადდება ხელით, რძის პროდუქტია, რომელიც არანაირ დანამატს, არანაირ ზედმეტ ჩარევას არ საჭიროებს. დამბალხაჭოს დამზადების ტექნოლოგია ძეგლად არის აღიარებული და მისი შეცვლა დაუშვებელია! მერე უამრავი რამ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, მათ შორის, მისი ეკოლოგიურობაც, სისუფთავე, პროდუქტის სიჯანსაღე", - ამბობს მეწარმე.

ცნობისთვის, 2014 წელს კულტურის სამინისტრომ დამბალხაჭოს დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system