თავში

დამკრძალავი ბიუროები დისტანციურად მუშაობაზე გადავიდნენ

დამკრძალავი ბიუროები დისტანციურად მუშაობაზე გადავიდნენ
დამკრძალავი ბიუროები დისტანციურად მუშაობაზე გადავიდნენ

კორონავირუსმა სარიტუალო ტრადიცია რადიკალურად შეცვალა. ჭირისუფალი სამძიმარს ტელეფონით, ზოგ შემთხვევაში, სოციალური ქსელის მეშვეობით იღებს. ოჯახში უახლოესი გარემოცვის გარდა, არ იკრიბებიან. მათი რაოდენობა კი 10 პირს არ აღემატება - ამის ვალდებულება ხალხს საქართველოს მთავრობამ დაუწესა  და მოსახლეობაც მაქსიმალურად ცდილობს, რომ წესები დაიცვას.

ერთ-ერთი დამკრძალავი ბიუროს წარმოამდგენელმა მურმან ნიჟარაძემ report.ge-ს აცნობა, რომ მოთხოვნა იგივეა, რაც გასულ თვეებში იყო, მხოლოდ მომსახურების პირობები შეიცვალა.

,,დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავედით, შეკვეთებს ტელეფონით ვიღებთ. გვესმის, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ამიტომ ფასი არ გაგვიზრდია, თუმცა, კურსიდან გამომდინარე, პრობლემა ჩვენც შგვექმნა. ახლა მთავარია, კრიზისი როგორმე დავძლიოთ. ეს ისეთი მომსახურებაა, რომელზეც მოთხოვნა ყოველთვის იქნება საქართველოში, სანამ მიცვალებულის დაკრძალვის ტრადიცია იარსებებს", - ამბობს მურმან ნიჟარაძე.

შეცვლილი ტრადიციის შესახებ გვესაუბრა გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომარ ჩხარტიშვილი. 

,,გურიაში ბოლო დღეების განმავლობაში ქელეხები არ არის, ქორწილებზე ხომ საუბარი საერთოდ ზედმეტია.  მოსახლეობა სახლშია, იშვიათად გადაადგილდება, ყველგან სიცარიელეა. წინა კვირას გარდაცვალების ორი შემთხვევა იყო, უახლოეს გარემოცვაში დაიტირეს მიცვალებული. ცვლილებას ხალხი გაგებით ეკიდება, არ არის ისეთი სიტუაცია, რომ ვინმე ნაწყენი დარჩეს. პირიქით, ჭირისუფალი მოგვიწოდებს, რომ არ მივიდეთ მათთან და თავს გავუფრთხილდესთ. ეპიდემიაა ქვეყანაში და ასეთ დროს მეზობელი და მოკეთე, ყველა თავს იკავებს. სამძიმარს ოჯახი ტელეფონით იღებს", - ამბობს ომარ ჩხარტიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system