თავში

დამსაქმებელთა ნაწილი სახელმწიფო დახმარებას არამიზნობრივად იყენებს - პროფკავშირები

დამსაქმებელთა ნაწილი სახელმწიფო დახმარებას არამიზნობრივად იყენებს
დამსაქმებელთა ნაწილი სახელმწიფო დახმარებას არამიზნობრივად იყენებს - პროფკავშირები

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, დასაქმებულებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, დამსაქმებელთა ნაწილი სახელმწიფო დახმარებას საკუთარი სახელფასო ფონდის დაზოგვისთვის იყენებს. ორგანიზაციის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლები მუშაობას აგრძელებენ, დამსაქმებლები სახელმწიფოსგან კომპენსაციების ჩარიცხვას მაინც ითხოვენ.

მათივე თქმით, კომპენსაციას მომდევნო პერიოდში დამსაქმებელი გასაცემ ხელფასს აკლებს და დასაქმებულებს ამ თანხით შემცირებულ ანაზღაურებას აძლევს.

„აღნიშნული ქმედებით, ქურდობითა და თაღლითობით, ეს კომპანიები აზარალებენ სახელმწიფო ბიუჯეტს, რაც სოციალური გასაცემლების რესურსს ამცირებს იმ ადამიანებისთვის, რომელთაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ. ეს ხდება იმ დროს, როდესაც უხილავი მტრისგან, კოვიდ 19-ისგან, ჩვენი მწირი ბიუჯეტით - წესით უნდა დავიცვათ უამრავი ადამიანი, ისინი ვინც დგანან ეკონომიკური თუ სოციალური გამოწვევების წინაშე. ხაზგასასმელია, რომ მსგავსი ქმედება ხორციელდება იმ დამსაქმებლების მიერ, რომლებიც ოპერირებენ სურსათით ვაჭრობის სფეროში, სადაც არ მოქმედებს შეზღუდვები და შესაბამისად აღნიშნული კომპანიების ფინანსური მდგომარეობაც არ გაუარესებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე მივმართავთ შემოსავლების სამსახურს და ყველა სხვა შესაბამის ორგანოს, გამოიყენონ მათ ხელთარსებული აღსრულების მექანიზმები, რათა არ მოხდეს საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი ხარჯვა და ეს სახსრები გამოყენებულ იქნეს მიზნობრივად და ეფექტურად, ყველაზე მოწყვლადი მოქალაქეების დასახმარებლად. დასაქმებულთა ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვიკავებთ კონკრეტული კომპანიების დასახელებისგან, რადგან არის საფრთხე, რომ მოხდეს მათი სამსახურიდან გათავისუფლება ან/და სხვა სახის უფლებების დარღვევა. თუმცა, მზად ვართ ყველა მათგანს გავუწიოთ შესაბამისი სამართლებრივი დახმარება“, - აცხადებენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system