თავში

დამსაქმებლებს ნამუშევარი საათების აღრიცხვის წესებს გააცნობენ

დამსაქმებლებს ნამუშევარი საათების აღრიცხვის წესებს გააცნობენ
დამსაქმებლებს ნამუშევარი საათების აღრიცხვის წესებს გააცნობენ

2 მარტს, 17:00 საათზე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით ბიზნეს სექტორი შრომის ინპექციის უფროსს ბექა ფერაძეს შეხვდება, რომლის ფარგლებშიც 2021 წლის 1 მარტს ამოქმედებული ახალი საკანონმდებლო ვალდებულება განიხილება.

ამის შესახებ report.ge-ს დამსაქმებელთა ასოციაციიდან აცნობეს. 

ორგანიზაციის განმარტებიტ, სექტორი შრომის ინპექციის უფროსს ბექა ფერაძეს შეხვდება, რომლის ფარგლებშიც 2021 წლის 1 მარტს ამოქმედებული ახალი საკანონმდებლო ვალდებულება განიხილება.

დღეიდან ბიზნესი ვალდებუყლი გახდა საკუთარი თანამშრომლების ნამუშევეარი საათები აღწეროს.  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა ბრძანება სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი შემუშავების წესის შესახებ, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს მოახდინონ თანამშრომელთა აღრიცხვა სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ფორმის (ე.წ. „ტაბელების“) შესაბამისად.

"დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, შრომის ინსპექციის უფროსისგან მიიღონ ინფორმაცია აღნიშნულ ბრძანებასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ. შეხვედრა გაიმართება ონლაინ პლათფორმა Zoom-ის მეშვეობით. შეხვედრაზე რეგისტრაცია: https://rb.gy/qe7eg3 რეგისტრაციის შემდეგ ელ-ფოსტაზე მიიღებთ შეხვედრაზე დასასწრებ ბმულს," - განმარტავენ დამსაქმებელთა ასოციაციაში. 

ცნობისთვის, ახალი კანონი კომპანიებს ავალდებულებს: 

1. სამუშაო დროის აღრიცხვა სავალდებულოა საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული დამსაქმებლებისთვის, როგორც ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის, აგრეთვე პირთა გაერთიანებებისთვის.

2. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის წარმოება შესაძლებელია როგორც მატერიალურად, აგრეთვე ელექტრონულად.

3. დამსაქმებლებს შეუძლიათ სამუშაო დროის აღრიცხვისთვის გამოიყენონ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმა, ასევე სხვა სახის ფორმა, რომელიც სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ბრძანებით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს.

4. დამსაქმებელი უფლებამოსილია დოკუმენტში მიუთითოს დამატებითი ინფორმაცია.

5. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის დახურვის თარიღი დგინდება დამსაქმებლის მიერ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის 10 რიცხვამდე.

6. დამსაქმებელი ვალდებულია სამუშაო დროის აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი გააცნოს დასაქმებულს. ამავდროულად, დასაქმებულს აქვს უფლება გაეცნოს მის მიერ ნამუშევარი საათების აღრიცხვის დოკუმენტს.

7. დამსაქმებელი ვალდებულია განსაზღვროს აღრიცხვის ფორმის წარმოებაზე, შენახვასა და დასაქმებულისთვის გაცნობაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ი. ხელმოწერილი აღრიცხვის ფორმა დამსაქმებლმა უნდა შეინახოს 1 წლის განმავლობაში.

8. დამსაქმებლის მიერ დროის აღრიცხვის მოთხოვნების დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს სანქციები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system