თავში

"დანერგე მომავალი“ დაფნის ბაღების გაშენებაზეც გავრცელდება

"დანერგე მომავალი“ დაფნის ბაღების გაშენებაზეც გავრცელდება
დანერგე მომავალი“ დაფნის ბაღების გაშენებაზეც გავრცელდება

პროგრამა „დანერგე მომავალი“ დაფნის ბაღების გაშენებაზეც გავრცელდება, – ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მზარდია დაფნის ექსპორტი, ახალ ბაზარზე შედის ქართული დაფნა. ეს არის კულტურა, რომელზეც მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებზე იზრდება. საქართველოს ოდითგანვე ჰქონდა ამ კულტურის წარმოების ტრადიციები, თუმცა ჩვენი გეოგრაფია მნიშვნელოვანწილად გაიზარდა და ერთი ან ორი ქვეყნის ნაცვლად, დღეს ქართული დაფნის ექსპორტი ხორციელდება როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ისე ევროპის ქვეყნებში. ცალსახად იმ ახალ თანამედროვე საწარმოებში, რომლებიც სახელმწიფოს თანადაფინანსებით გაჩნდა, ჩვენ დავინახეთ, რომ იყო სანედლეულე ბაზრის სიმწირე და ნედლეულის საჭიროება, ამიტომ უფრო პროფესიული, უფრო კომერციული ბაღების გაშენების ხელშესაწყობად, პროგრამა „დანერგე მომავალი“, არსებული პირობებით, დაფარავს დაფნის კულტურასაც“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსნებთ, დღეს მთავრობამ დაამტკიცა ცვლილებათა პაკეტი პროგრამა „დანერგე მომავალში", რომლის მიხედვით, პროგრამაში გაჩნდა ახალი კომპონენტი, რომელიც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების და ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის თანადაფინანსებას ითვალისწინებს.

სახელმწიფო პროგრამა "დანერგე მომავალი", რომელიც საქართველოში 2013 წლიდან მოქმედებს.პროგრამის "დანერგე მომავლის" დაწყებიდან დღემდე, ჯამში, ახალი მრავალწლოვანი ბაღები გაშენდა 8400-ზე მეტ მიწის ფართობზე, 2019 წელს გაშენებული მრავალწლოვანი ბაღების ფართობი შეადგენს 2,100 ჰა-ს. სახელმწიფო თანადაფინანსების ოდენობამ კი 13,353,000 ლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system