თავში

დარღვევებისთვის 12 რესტორანი დაჯარიმდა

დარღვევებისთვის 12 რესტორანი დაჯარიმდა
დარღვევებისთვის 12 რესტორანი დაჯარიმდა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, 22:00 საათის შემდეგ მუშაობის შეზღუდვის დარღვევის გამო 12 რესტორანი დაჯარიმდა, 3 შემთხვევაში კი ადგილი ჰქონდა დარღვევის განმეორებას, რის გამოც, სისხლის სამართლებრივი გამოძიება დაიწყო.

„შრომის ინსპექციამ 22:00 საათიდან რესტორნების მუშაობის შეზღუდვის აღსრულების მონიტორინგი განახორციელა. გამოვლინდა სამართალდარღვევის 12 ფაქტი და ობიექტები 10 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. ვინაიდან შესაბამისი დადგენილების მიხედვით, დარღვევის ხელმეორედ ჩადენა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს, განმეორებით დაფიქსირდა, რომ 3 ობიექტი დაჯარიმების მიუხედავად აგრძელებდა გარკვეულ აქტივობებს, ამიტომ შსს-სთან ერთად რეაგირება მოვახდინეთ და სისხლის სამართლებრივი გამოძიება დაიწყო“,-აღნიშნა ფერაძემ.

შემოწმდა ბაზრები და ბაზრობებიც. ინსპექტირება ჩატარდა თბილისში არსებულ 10 ბაზარსა და 185 საბითუმო და საცალო ვაჭრობის ობიექტში. მათ მიმართ გაიცა გაფრთხილება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system