თავში

"ჯანდაცვის რეფორმაში დარგის ყველა მოთამაშის მოსაზრებებს ვერ გავითვალისწინებთ"

დარგის ყველა მოთამაშის მოსაზრებებს ვერ გავითვალისწინებთ"
ჯანდაცვის რეფორმაში დარგის ყველა მოთამაშის მოსაზრებებს ვერ გავითვალისწინებთ

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში დარგის ყველა წარმომადგენლის მოსაზრებების გათვალისწინება ვერ მოხდება. მინისტრი არ იზიარებს მოსაზრებას , რომ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მიმდინარე რეფორმაზე დარგის წარმომადგენლებთან არ განიხილავს.

"მე ვერ დაგეთანხმებით, რომ მინისტრი დარგთან არ საუბრობს. მას ჰქონდა კონსულტაციები და ექნება კიდეც. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დარგში თითოეული წარმომადგენლის სრული გათვალისწინება მოხდება. დარგს, მოთამაშე სუბიექტებს ყოველთვის მეტი უნდა. ეს უნდა იყოს ეკონომიკურად გამართული მოდელი. თუ რაღაცეები დასახვეწია, თანდათან, გზაში დაიხვეწება", – აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, კლინიკების წარმომადგენლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მთავრობამ არ გადახედა 5 ნოემბრის #520 დადგენილებას, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system