თავში

დარგობრივი ეკონომიკა დიდი ვარდნის პირობებში

დარგობრივი ეკონომიკა დიდი ვარდნის პირობებში
დარგობრივი ეკონომიკა დიდი ვარდნის პირობებში

კორონავირუსის გამო საქართველოს ეკონომიკა  ვარდნის  კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზეა. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აცხადებს, ასეთი დიდი ვარდნა ეკონომიკაში 90-იანი წლების შემდეგ არ დაფიქსირებულა. ცხადია, ეს ერთ-ერთი მძიმე მონაცემია, მაგრამ არჩვაძე იმედოვნებს, რომ ვარდნის ტემპი მომდევნო კვარტალში შემცირდება. რაც შეეხება დარგობრივ სტრუქტურას, აქაც დიდი ცვლილებაა, რადგან ეკონომიკურად აქტიური სექტორები კრიზისშია და წინა პლანზე ის დარგები ინაცვლებენ, რომლებიც ქართულ ბაზარზე მაღალი მოთხოვნით არასდროს გამოირჩეოდნენ.

,,ეკონომიკა მეორე კვარტალში მძიმე დარტყმის ქვეში იყო და ვარდნის მარალი მაჩვენებელი ამან განსაზღვრა. მესამე კვარტალში უნდა ველოდოთ ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებას, ბოლო თვეში ჩვენ 5,5%-იანი ვარდნა გვქონდა მხოლოდ, რაც გვაფიქრებს, რომ პრობლემას თანდათან დავძლევთ. ძალიან დიდი ვარდნა, ასეთი სტატისტიკა 90-იანი წლების შემდეგ არ დადებულა. შემთხვევითი არ არის, რომ ყველაზე მეტად ტურიზმი, მშენებლობა და გადამამუშავებელი მრეწველობა შემცირდა. ეს დარგები დამოკიდებულია მოთხოვნაზე და როცა ბალანსი ირღვევა, ნაკლებად იხარჯება მასალები, ნედლეული, ელექტროენერგია და დარგი წარუმატებელი ხდება. მაგალითად, თუ წინა პერიოდში ჩვენს ვსაუბრობდით ენერგეტიკული დეფიციტის ზრდაზე,  ეს პრობლემა განვლილი თვეების მანძილზე. როდესაც საქნაკლებად გვაწუხებდა. საქართველოში ინდუსტრიული დარგები კარგად იყო განვითარებული, ჯერ კიდევ, 80-იანი წლების ბოლოს ბუნებრივი აირის მოხმარება იყო 8 მლრდ კუბ/მ-ის ფარგლებში, როდესაც მრეწველობას მასშტაბი შეუმცირდა, გაზის მოხმარება 2 მლრდ კუბ/მ-მდე შემცირდა. როდესაც მოთხოვნა იკლებს, ეკონომიკის მომცრო მასშტაბს ვიღებთ, რა მოცემულობაშიც დღეს ვიმყოფებით", - აცხადებს სტატისტიკოსი.

რაც შეეხება საპირისპირო ტენდენციას, საკომუნიკაციო მომსახურების სფეროს, გამოძახების სერვისს, სამედიცინო ინვენტარის რეალიზაციასა და ფარმაციის დარგებს პრობლემა რეალურად არ შეხებია. პირიქით, როგორც სოსო არჩვაძე აღნიშნავს, ამ სფეროებში დასაქმებისა და დამატებითი ღირებულების შექმნის  შემთხვევას აქვს ადგილი, მაგრამ მათი წილი მშპ-ში იმდენად დაბალია, რომ ამინდს ვერ ქმნიან. 

ცნობისთვის, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის II კვარტალში წინა წელთა შედარებით საქართველოს ეკონომიკა 12.3%-ით შემცირდა. ხოლო დეფლატორი 6.3 %-ით გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system