თავში

თურნავა ანაკლიის პორტზე: დარწმუნებული ვარ, მოიძებნებიან ღირსეული ინვესტორები

დარწმუნებული ვარ, მოიძებნებიან ღირსეული ინვესტორები
თურნავა ანაკლიის პორტზე: დარწმუნებული ვარ, მოიძებნებიან ღირსეული ინვესტორები

ანაკლიის პორტის პროექტი კომერციულადაც საკმაოდ მიმზიდველია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ბოლო წლებში საკონტეინერო ტვირთები ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. თურნავა დარწმუნებულია, რომ არ გაჭირდება ღირსეული ინვესტორის მოზებნა.

„წელს არის რეკორდული, 40 პროცენტიანი ზრდა კონტეინერების გადაზიდვებში. აქედან გამომდინარე, პროექტის მიმზიდველობა ეჭვქვეშ არ დგას. გარდა ამისა, ეს სტრატეგიული პროექტია და სახელმწიფომ ძალიან ბევრი რამ აიღო თავის თავზე, რომ პროექტი კიდევ უფრო მიმზიდველი და ნაკლებრისკიანი იყოს ინვესტორებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მოიძებნებიან ღირსეული ინვესტორები, რომლებიც შეკრავენ ამ პროექტის დაფინანსებას. ჩვენთვის ეს პროექტი არის სტრატეგიული და მას საფრთხე არ ემუქრება. კონსტიტუციით არის ცნობილი, როგორც სტრატეგიული პროექტი. ჩვენ ასეთი უპრეცედენტო მხარდაჭერა სხვა პროექტის მიმართ არ გამოგვიხატავს. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ, რომ აღნიშნული პროექტი საფრთხის ქვეშ დგებოდეს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system